Powered by Jasper Roberts - Blog

17:46 12.07.2016
ნინო ვარსიმაშვილი ამერიკის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაზეა წარდგენილი

ნინო ვარსიმაშვილი ამერიკის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაზეა წარდგენილი. მსახიობი რატი წითელაძის ფილმ "დედაში" თამაშობს.

 

აღნიშნული ფილმი ამავე ფესტივალზე  ნომინირებულია, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

 

 რეჟისორ რატი წითელაძის განცხადებით,ეს ნინო ვარსიმაშვილის მეორე ნომინაციაა ქალის საუკეთესო როლისთვის.

 

მისივე განცხადებით, "დედა" მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 30-ზე მეტ ფესტივალზე აჩვენეს.

 

 

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ნინო ვარსიმაშვილი არის ნომინირებული როგორც საუკეთესო მსახიობი ამერიკის საერთაშორისო ფესტივალზე, ჰოლივუდში.

"დედა" ასევე არის ნომინირებული, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ეს ნინოს მეორე ნომინაციაა ქალის საუკეთესო როლისთვის, "დედა" კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 30-ზე მეტ ფესტივალზე  აჩვენეს“-განაცხადა რატი წითელაძემ.

 

ფესტივალი ჰოლივუდში 7-დან 10 დეკემბრამდე გაიმართება. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge