Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:22 05.10.2016
“ჰელსიკორი“ ჯანმრთელობის სადარაჯოზე

"ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" 2 წლისაა. სამედიცინო დაწესებულება 2014 წელს გაიხსნა, თუმცა გამოცდილი სპეციალისტებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვის დამსახურებით, კლინიკამ პაციენტთა ნდობა მალევე მოიპოვა. უმოკლეს ვადაში კლინიკამ კეთილმოწყობილი, პაციენტის საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და უახლესი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის დამსახურებით სახელი გაითქვა. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, „ჰელსიკორმა“, როგორც მაღალკვალიფიციური, მსოფლიოში აღიარებული ადგილობრივი თუ მოწვეული  სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებულმა კლინიკამ, დიდი გამოხმაურება ჰპოვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  მთელს რეგიონში.

 

„ჰელსიკორში“ კარდიოინტერვენციის, კარდიოქირურგიის და სისხლძართვთა ქირურგიის განყოფილებები ფუნქციონირებს. კლინიკის პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მაღალი ხარისხის სტაციონარული, ამბულატორიული და ლაბორატორიული მომსახურებებით ისარგებლონ. ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევით კლინიკაში უნიკალური და უიშვიათესი ოპერაციები ტარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ჰელსიკორი“ თანამედროვე მედიცინის დარგში ახალი სიტყვით გამოდის. 

გარდა იმ მომსახურებებისა, რასაც გულ-სისხლძარღვთა კლინიკა პაციენტებს დაარსების დღიდან სთავაზობს, „ჰელსიკორი“ ინოვაციურ მიდგომებსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის წამოწყება, რაც „ჰელსიკორს“ ეკუთვნის. კლინიკამ, საქართველოში პირველმა, დაიწყო პროცედურები ახალი, ბიო-პოლიმერული (გაწოვადი) წამლით დაფარული სტენტების გამოყენებით. აღნიშნული მეთოდი  თანამედროვე ინტერვენციული კარდიოლოგიის უახლეს მიღწევას წარმოადგენს. წინამორბედი, კარდიოლოგიაში  უკვე კარგად ნაცნობი, უწამლო კორონარული სტენტისგან განსხვავებით, მისი შემადგენლობის წყალობით, მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულების შემდეგ 6 თვის ვადაში სრულიად უკვალოდ გაიწოვება იმპლანტირებული სისხლძარვიდან. ეს პროცესი, თავისთავად, პოსტპროცედურულ, თეორიულად შესაძლო გართულებებს გამორიცხავს.

"ისრაელ- საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" თავისი პაციენტების ჯანმრთლობის სადარაჯოზე, მუდმივ მზადყოფნაშია იყოს ნოვატორი გულ-სისხლძარღვთა მედიცინის  დარგში. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge