Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:27 05.10.2016
ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკა “ჰეპა”

ღვიძლის ინფექციური და არაინფექციური დაავადებები სადღეისოდ მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე უფრო აქტუალურ პრობლემად ითვლება, რასაც განაპირობებს ამ დაავადებების ფართოდ გავრცელება და მათგან გამოწვეული ძალიან სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.   

 

ღვიძლის დაავადებებს შორის განსაკუთრებით მწვავეა ვირუსული ჰეპატიტების პრობლემა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულია 150 მილიონი ადამიანი, ხოლო ქრონიკული B ჰეპატიტით კი - 240 მილიონი ადამიანი.   

 

საქართველოში ქრონიკული C ჰეპატიტი მოზრდილი მოსახლეობის 5.4%-ს აქვს და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. C ჰეპატიტი და მისი გართულებები საქართველოში ავადობის, სიკვდილობის, ჰოსპიტალიზაციის და შრომის უუნარობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს.  

 

ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკა “ჰეპა” ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა ღვიძლის დაავადებების დარგში. კლინიკა ფუნქციონირებს 2007 წლიდან. ის აღჭურვილია მსოფლიო სტარდარტების დონის, უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებსაც გავლილი აქვთ მოკლე და/ან გრძელვადიანი სტაჟირება აშშ-ს და დასავლეთ ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში.  

 

კლინიკამ პირველმა საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 2007 წელს დანერგა ღვიძლის ფიბროზის და ციროზის სადიაგნოსტიკო ყველაზე თანამედროვე და ზუსტი არაინვაზიური (უსისხლო) მეთოდი – ღვიძლის ელასტოგრაფია ფრანგული წარმოების აპარატ ფიბროსკანის საშუალებით. გარდა ამისა, კლინიკა „ჰეპაში“ დანერგილია ვირუსული ჰეპატიტების და ღვიძლის სხვა დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მეთოდი.  

 

A, B, C, D, E ვირუსული ჰეპატიტების, ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებების, ღვიძლის ალკოჰოლური და არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების და ღვიძლის სხვა დაავადებების დიაგნოსტიკა იმუნოფერმენტული ანალიზის, იმუნოფლუორესცენტული ანალიზის, იმუნობლოტინგის და სხვა თანამედროვე მეთოდებით.

 

ღვიძლის სტეატოზის (გაცხიმოვნების) ხარისხის შეფასება კონტროლირებული ატენუირებული პარამეტრის გაზომვით ფიბროსკანის უახლესი (ბოლო თაობის) მოდელის გამოყენებით. 

 

ღვიძლის ფიბროზის/ციროზის, ანთების აქტივობის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სტეატოზის და სტეატოჰეპატიტის დიაგნოსტიკა ფიბროტესტისა და ფიბრომაქსის საშუალებით.

 

სისხლში B, C და D ჰეპატიტების ვირუსების დნმ/რნმ-ის რაოდენობრივი და თვისობრივი განსაზღვრა რეალურ დროში (Real-Time) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით, მსოფლიოში საუკეთესო COBAS TaqMan ანალიზატორის და ტესტ-სისტემების საშუალებით.

 

B და C ჰეპატიტების გენოტიპების და სუბტიპების განსაზღვრა შებრუნებითი ჰიბრიდიზაციის (Linear array da Inno LIPA სისტემების გამოყენებით) და სექვენირების მეთოდებით. 

 

ღვიძლის ფუნქციური ტესტების და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა უახლესი თაობის ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორების საშუალებით. 

 

მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა.

 

გასტროფიბროსკოპია.   

 

ყველაფერი ეს საშუალებას იძლევა, რომ ვირუსული ჰეპატიტებით და ღვიძლის სხვა დაავადებებით ავადმყოფებმა საქართველოში მიიღონ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება მაღალი თანამედროვე სტანდარტებით და არ გაემგზავრონ საზღვარგარეთ, რაც ძვირადღირებულია და მოსახლეობის უმეტესობისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია.    

 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ კლინიკა „ჰეპა“ С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორი და ძირითადი განმახორციელებელია. მან ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ საქართველო შერჩეულ იქნა მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პირველ სამოდელო ქვეყნად. აღსანიშნავია, რომ როდესაც 2015 წლის აპრილში, С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის დაწყების წინ, აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების (CDC) და ფარმაცევტული კომპანია „Gilead“-ის მაღალი დონის დელეგაცია (პირველი პირების ჩათვლით) თბილისს სტუმრობდა, მათ საგანგებოდ მოინახულეს  კლინიკა „ჰეპა“, დეტალურად გაეცვნენ კლინიკის პოტენციალს და საქმიანობას და უმაღლესი შეფასება მისცეს მას.  

 

С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის დაწყებიდან კლინიკა „ჰეპაში“ მკურნალობა ჩაუტარდა 2500-მდე C ჰეპატიტით პაციენტს, რაც პროგრამით ნამკურნალები ავადმყოფების დაახლოებით 12%-ს შეადგენს და ეს ქვეყნის მასშტაბით მეორე მაჩვენებელია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის შემდეგ. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge