Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:31 05.10.2016
ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’

უკვე დროა ძალიან ხმამაღლა ვისაუბროთ კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’-ს შედეგებზე, რომლის ძირითადი ბირთვი 18წელია ქართულ სამედიცინო სფეროში წარმატებულად მოღვაწეობს. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ამ ბუმბერაზ საქმეს, კერძოდ ინ ვიტრო განაყოფიერებას შეეჭიდა და პირველი ბავშვის დაბადებაც მთელმა საქართველომ და არა მარტო საქართველომ გაიგო.

ეს ის გუნდია, რომლის წყალობით არა მარტო პირველი სინჯარის ბავშვი, არამედ პირველი სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვი გაჩნდა.სწორედ ჩვენი დიდი მონდომებით და დიდი შრომით იქნა დანერგილი ემბრიონებისა და სპერმის გაყინვის მეთოდი, რასაც მოჰყვა ოოციტების (კვერცხუჯრედების)გაყინვის უახლესი მეთოდის დანერგვა.ყოველივე ეს ემსახურება იმ უდიდეს საქმეს, რასაც უშვილობის მკურნალობა ჰქვია. თუ თავდაპირველი ჩვენება ინ ვიტრო განაყოფიერების საშვილოსნოს მილების არ არსებობა  ან მათი დახშობა იყო, დღეისათვის უშვილო წყვილმა ნებისმიერი მიზეზით შეიძლება მიმართოს ამ მეთოდს, ეს იქნება მამაკაცის თუ ქალის უშვილობის გამომწვევი.

მსოფლიო ჯანდაცვის მონაცემებით მამაკაცის პრობლემით გამოწვეული უნაყოფობა უკვე უტოლდება ქალის უნაყოფობის პროცენტს, რაც ძირითადად განპირობებულია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებით, სოციალური გარემოს სტრესული მდგომარეობით და არსებობს ასევე სხვადასხვა მიზეზები რაც განაპირობებს მამაკაცის უშვილობის ფაქტორს.

ქალის უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები მრავალია: სასქესო ორგანოების ინფექციები, განვითარების მანკები, რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიები: პოლიკისტოზი, ენდომეტრიოზი, იმუნოლოგიური და გენეტიკური ფაქტორი და სხვა.

ყველა ჩამოთვლილი მიზეზის აღმოფხვრა თუ მედიკამენტების ჩარევით ვერ მოხერხდა , ინ ვიტრო განაყოფიერება მაღალ პროცენტში პრობლემის მოგვარების გარანტია.

სწორად დაგეგმილი სტრატეგია, პაციენტებთან განსაკუთრებული, მეგობრული და მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს კლინიკა ‘’ ინ ვიტრო’’ს წარმატებას.

უშვილობის კლინიკის და შესაფერისი სპეციალისტის არჩევა პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: პაციენტი ირჩევს სპეციალისტს, რომელთანაც თავს იგრძნობს კომფორტულად, ვინც კარგად მოსუმენს მათ და გაზრდის შანსს, რათა პაციენტი სახლში ორსული წავიდეს.

კლინიკა’’ინ ვიტრო’’ს გუნდი სწორედ ასეთი ექიმებით არის დაკომპლექტებული.ჩვენ ვართ ლიდერი ამ საქმეში და ჩვენი გუნდის წყალობით 7 000 -ზე მეტი წყვილი გაბედნიერდა,რაც ნიშნავს უდიდეს პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებას.

ყველასათვის ცნობილია უშვილობის მკურნალობის პროცესი ძალიან ემოციური და სტრესული პერიოდია წყვილის ცხხოვრებაში და კარგად გვესმის ,თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კლინიკაში არსებული მშვიდი გარემო და ექიმთა პროფესიონალიზმი.ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რადგან პაციენტებს შეუქმნან ეს გარემო, არ ალოდინონ ვიზიტების დროს და მთელი მკურნალობის მანძილზე თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნოს ჩვენგან.

თავისებური კაშკაშა, პროფესიული ელფერი კლინიკა ‘’ინ ვიტროს’’ იზრაელის ყველაზე ცნობილი კლინიკების პროფესორებმა შესძინეს.ჩვენი ერთობლივი კოლაბორაციით გაფართოვდა პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომის დიაპაზონი, უფრო დაიხვეწა  წვრილმანი ნიუანსები პაციენტთა მკურნალობის სქემებში, რამაც მაღალი ორსულობის პროცენტი განაპირობა.

ჩვენი 18 წლის გამოცდილებით, კლინიკას თავისი წარმატების ინდექსი გააჩნია, რაც წარმატებულ ორსულობას ნიშნავს.აღნიშნული ინდექსი იდენტურია იმ მონაცემებისა, რაც მსოფლიოში , მათ შორის ისრაელში ,რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებით გამოირჩევა.

ორსულობის მიღებისთვის კი წყვილებმა უნდა დაიცვან ჯანმრთელი ცხოვრების წესი.ამიტომ თუ პაციენტები გეგმავენ ორსულობას,მათ უნდა გაითავისონ ისიც, რომ სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლი, მაღალი წონა უარყოფითად მოქმედებს შვილოსნობაზე.

კლინიკა „ინ ვიტრო“ წლების განმავლობაში მრავალი კუთხით ვითარდება,  კლინიკაში ინ ვიტრო განყოფილებასთან ერთად მოქმედებს სხვადასხვა მიმართულების ქირურგიული განყოფილება,სადაც  ოპერაციები კეთდება უახლესი,ულტრათანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურის მეშვეობით.

კლინიკა აღჭურვილია ბოლო თაობის სამედიცინო ტექნიკით, განსაკუთრებით აღსანიშნავია 

რადიოლოგიის განყოფილება - მსოფლიოში საუკეთესო, ბოლო თაობის ექოსკოოპიის აპარატი, რომელიც საშუალებას იძლევა ეფექტურად განვახორციელოთ როგორც გინეკოლოგიური ასევე სამეანო გამოკვლევა სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის მიზნით 2D, 3D და 4D ფორმატში. 

უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტი და დროული დიაგნოზირების, იშვიათი პათოლოგიების გამოვლენის  საშუალებას იძლევა კლინიკაში არსებული ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი  ლაბორატორია.


ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ 2016წლიდან კლინიკა ‘’ ინ ვიტრო’’ პაციენტებს სთავაზობს ფარისებრი ჯირკვლის როგორც აბულატორიულ ისე ქირურგიულ მკურნალობას.კლინიკაში წარმატებით ტარდება ფარისებრი ჯირკვლის სრული და ნაწილობრივი ამოკვეთა პაციენტების ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული მართვით. მოგეხსენებათ, ფარისებრი ჯირკვალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალთა და მამაკაცთა უშვილობაში.ხშირად არასწორად ნამკურნალევი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია მიზეზი ხდება უშვილობის.

  

კლინიკა ევროპის ემბრიოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა საზოგადოების წევრია. “ინ ვიტროს” აქვს საერთაშორისო ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობის გრძელვადიანი გამოცდილება, აქედან გამომდინარე  ‘’ინ ვიტროს’’ პაციენტები არიან არა მხოლოდ უშვილობის პრობლემის მქონე წყვილები. მშობლები მოზარდების რეპროდუქციული და ენდოკრინოლოგიური რისკებისგან დაცვის მიზნით ადრეულ ასაკშივე  მიმართავენ კლინიკას, გაიზარდა მომართვა თავდაცვის საშუალებების სწორად გამოყენების მიზნით, ასევე გაზრდილია ინტერესი ოჯახის შექმნის, სექსუალური ცხოვრების დაწყების წინ საჭირო, აუცილებელი გამოკვლევების მიმართ.  

 

მისამართი : ლუბლიანას2/6 ,www.invitro.ge. F In Vitro Fertilization. ტელ. 215 7777, 215 7771.



 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge