Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:34 05.10.2016
ჯანმრთელობის ცენტრი - პოლიპროფილური, მაღალ ტექნოლოგიურ პროცესებზე დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულება

ჯანმრთელობის ცენტრი პოლიპროფილური, მაღალ ტექნოლოგიურ პროცესებზე დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებაა, კვლევის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით.

ცენტრის პრიორიტეტი არის  ჯანმრთელი ბავშვი, ჯანმრთელი დედა, ოჯახის დაგეგმარება და რეპროდუქტიული ცოდნის მიწოდება  ახალგაზრდა მშობლებისათვის.  ეს სამსახური გაეროს სტანდარტებით მოქმედებს.

თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურით აღჭურვამ, კვლევის მეთოდების სრულყოფამ საშუალება მისცა ცენტრს, არამარტო დედა და შვილის, არამედ მთელი ოჯახის სამედიცინო მომსახურება გაეხადა პრიორიტეტად.

ცენტრის ლაბორატორიები ევროპული სერთიფიკატების მფლობელები არიან.  ცენტში მოსახლეობისადმი  კეთილგანწყობილი მედიცინის 20 დოქტორი და უმაღლესი კატეგორიის ექიმი, 17პროფესორი და აკადემიკოსია.

ცენტრში ფუნქციონირებს კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური, ციტრომორფოლოგიური, ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკის ლაბორატორიები, რომლრბიც ევროპული სერთიფიკატის მფლობელები არიან.

ცენტრის სამედიცინო უნივერსიტეტის საბაზო დაწესებულებაა უნივერსიტეტის  პროფესორთა საკონსულტანციო სამსახურით და ერთობლივი პროექტებით.

ცენტრში ფუნქიონირებს ოფთალმოლოგიური, ქირურგიული ოტოლარინგოლოგიური, გინეკოლოგიური, პლასტიკური ქირურგის განყოფილებები სტაციონარით.

მოსახლეობის სამსახურშია პედიატრიული, თერაპიული, გინეკოლოგიური, კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ნევროლოგიური, ფსიქოლოგიური, ოტოლარინგოლოგიური, ქირურგიული კაბინეტები. ენდოკრინოლოგიური, ნეფროლოგიური, ფუნქციური დიაგნოსტიკის, თავისა და კიდურების სისხლძარღვთა დოპლეროგრეაფიის, ყველა ორგანოს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის, რენტგენოგრაფიისა და რენტგენოსკოპიის კაბინეტები. ასევე ფუნქციონირებს მცირე ინვაზიური ლაპარასკოპიული, პლასტიკური, რეკონსტრუქციული  და  ესთეტიური ქირურგია.

კვლევისა და დიაგნოსტიკის პარალელურად ცენტრი გთავაზობთ ფიზიოთერაპიულ მკურნალობას აპარატ  ,,გალვამატით“.

ლაზეროთერაპია საპროფილაქტიკო და ქირურგიული da kosmetologiuri  დანიშნულებით.

აქ სამედიცინო დახმარება შეიძლება ჩაუტარდეს, როგორც მოზარდს ასევე ასაკოვანს. მოქმედებს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები, მოსახლეობის ყველა ფენისათვის. 

ჯანმრთელობის ცენტრი გამოირჩეულია ქველმოქმედებით. წლების მანძილზე  საზღვრის პირა რაიონებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გაუსაძლის პირობებში არსებული მოსახლეობის დახმარება მისი მუდმივი საზრუნავია. ოცამდე სოფელს გაეწია სამედიცინო დახმარება. მუდმივად ეხმარება სტიქიით დაზარალებულ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.

კარგად აღჭურვილი ფიტნეს დარბაზი და საცურაო აუზი ბავშვებისათვის თანამედროვე მაღალტექნოლოგიებით აგებული და სადაც წყლის ფილტრაცია ულტრაიისფერი სხივებით ხდება.

ფუნქციონირებს: კაფე და აფთიაქი.

ისარგებლეთ ჩვენი თანადგომით.

ჯანმრთელობის ცენტრი მუდამ თქვენს სამსახურშია.

მისამართი: ალ. ყაზბეგის 14ბ

რეგისტრატურა  T. 214 44 05; ლაბორატორია  T. 2 14 44 02; საკონსულტაციო განყოფილება $. 2 14 44 04

 

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge