Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:04 06.10.2016
ინოვაციური ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

ნეონატოლოგიური ცენტრი  ,,N ქირონ +“ 2014 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა და მის ფუნქციებში   ახალშობილთა ინტენსიური თერაპიისა და დღენაკლულ ახალშობილთა მოვლის განყოფილებები  შედის.   კლინიკას  ქალბატონი ნანა ბუხრაშვილი ხელმძღვანელობს.

სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ფუნქციონირებს პედიატრიული ამბულატორია - პედიატრის, ბავშთა ნევროპათოლოგის, ქირურგის, ნეიროქირურგის, ორთოპედის, გენეტიკოსის, ნეფროლოგის, დერმატოლოგის შემადგენლობით. ასევე, ექოსკოპიური კვლევის კაბინეტი - კარდიოლოგიური, ნეიროსკოპიული და ორთოპედიული მიმართულებით. კლინიკას აქვს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რაც, სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი ფაქტორია  ასეთი ტიპის კლინიკისათვის, იმისათვის, რომ ადგილზევე მოხდეს სწრაფი და ხარისხიანი კვლევა.  ლაბორატორია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, აღჭურვილია თანამედროვე - ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ რეჟიმში მომუშავე აღჭურვილობით. აქვე  კეთდება ყველა ის საჭირო ანალიზი, რაც  კი შეიძლება ნეონატოლოგიურ  პაციენტებს დაჭირდეთ და  ყველა ექიმი-ლაბორანტი ერთდროულად ჩართულია პაციენტის როგორც კვლევით, ასევე შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში.

 

ნეონატოლოგიურ ცენტრ ,,N ქირონ+“-ს სამედიცინო მიმართულებით ხელმძღვანელობს მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი - გელა მეცხვარიშვილი. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალი კლასის პროფესიონალებით. ინტენსიური თერაპიის სამსახურს ხელმძღვანელობს თამარ დანელია, მასთან ერთად კლინიკაში მოღვაწეობენ ექიმი-რეანიმატოლოგები: ნანა ბარათელი, მანანა ღვალაძე, მარინა ბარათაშვილი, ელისო თურქაძე, მანანა წულუკიძე, ნათია დანელია და სხვა უდიდესი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები. ამასათანავე, კლინიკა მჭიდროდ თანამშრომლობს ისრაელის ,,შიბას სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“-ს ნეონატოლოგიურ დეპარტამენტთან. ამავე,  თანამშრომლობის ფარგლებში   კლინიკის საშუალო მედ პერსონალი სტაჟირებას და გადამზადებას გადის  საზღვარგარეთ, ეს კი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე უდიდეს როლს ასრულებ ახალშობილთა მკურნალობასა და გამოჯანმრთელებში.

კლინიკის  გახსნის დღიდან, გატარებულია 636 პაციენტი, აქედან 70% არის მცირე და ექსტრემალურად მცირე წონის ახალშობილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენტების მეთვალყურეობა გრძელდება ჩვენსავე ამბულატორიულ სამსახურში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი კლინიკიდან გაწერილი  კლინიკაში არსებული ამბულატორიული სამსახური მეთვალყურეობს.

კლინიკას გაჩნია საკუთარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელიც  დაკომპლექტებულია მობილური რეანიმაციულ ბრიგადებით. მას ორი რეანიმობილი ემსახურება. ხორციელდება გასვლები ქვეყნის მასშტაბით მძიმე პაციენტებისათვის და ადგილზე დახმარების გასაწევად ხდება  კლინიკაში  ტრანპორტირება.

ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ+“ არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკა, რომელიც ჩართულია რეზიდენტურის პროგრამაში. ჩვენ ასევე, გვყავს  რეზიდენტები, რომლებიც,  ყოველდღიურად მონაწილეობენ სამკურნალო პროცესში.

კლინიკაში არსებულ სერვისებზე, მომსახურეობასა და სამომვამლო გეგმებზე, ,,ჯორჯიან თაიმსს“ მისი დირექტოი და წამყვანი ექიმები ესაუბრნენ:

 

 ნანა ბუხრაშვილი - ნეონატოლოგიურ ცენტრ ,,N ქირონ  +“ -ის გენერალური დირქტორი

 

კლინიკის დაარსების იდეა მისი საჭიროების მოთხოვნილებიდან გამომდინარე მოხდა. ჩვენი მიზანი იყო და არის ვყოფილიყავით გამორჩეული, ევროპულ სტანდარტებზე  მორგებული, მაღალტექნოლოგიური, უმაღლესი დონის კლინიკა, სადაც თითოეულ პაციენთან მიდგომა იქნებოდა ინდივიდუალური, რაც ნიშნავს იმას, რომ ორი პაციენტი ერთი აპარატურით არ საგრებლოს.  შემოვიტანეთ და დავნერგეთ ისეთი დონის ძვირადღირებული სამედიცინო აპარატები, როგორიცაა: კივეზი (მციეწონიანი პაციენტებისათვის) სუნთქვის აპარატი, ნაზალსიპაპი, ბლენდერი, დამატენიანებელი და სხვა  მაღალსიხშიარიანი აპარატები. 

კლინიკას გააჩნია ,,ოცი ცხელი წერტილი,“ რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთდორულად ოცი უმძიმესი პაციენტი, ინდივიდუალურ გარემოში ვამყოფოთ. საერთო ჯამში კი, კლინიკაში შესაძლებელია 45-50 პაციენტის რეაბილიტაცია.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ისრაელის და  საფრანგეთის ბიშას სახელობის კლინიკებთან. სწორედ იქ გადის ჩვენი სამედიცინო პერსონალი დახელოვნების რამდენიმე თვიან კურსს.

არ შემიძლია არ აღვნიშნო კლინიკის თანამშრომელთა გუნდურობა. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ადმინისტრაცია, ტოპ მენეჯმენტი და სამედიცინო მხარე ერთობლიობაშია და და მომართულია პაციენტისთვის. ეს გახლავთ  დიდი ოჯახური გარემო, რასაც პაციენტთა ოჯახებიც უერთდებიან.  უკვე გაწერილ პაციენტებთანაც  მუდმივად გვაქვს ურთიერთობა. ისინი ხშირად  მოდიან ჩვენთან, ეს კი კიდევ უფრო დიდი სტიმული და მოტივაციაა ყველა ჩვენი თანამშრომლისათვის.

 

კლინიკა ამაყობს იმით, რომ მისმა  დირექტორმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა და პროფესორმა - გელა მეცხვარიშვილმა საფრანგეთში დაიცვა დისერტაცია ბაქტეროლოგია და ფაგის პრეპარატების მოხმარებაზე. ამის შემდეგ საფრანგეთმა მოითხოვა, რომ ბატონმა გელამ განმეორებითი ლექცია კვლავ ჩაატაროს. ეს ძალიან დიდი ხიბლია ჩვენი კლინიკისათვის.

რაც შეეხება ამომავლო გეგმებს, მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და მინისტრის  ხელშეწყობით, უკვე დაწყებულია რეგიონალიზაცია, დაწყებულია საპილოტე პროგრამები და ასე ერთობლივი ძალებით, ერთ-ერთ რეგიონში, ვაპირებთ დავაარსოთ ჩვენი ანალოგიური მაღალტექნოლოგიური პედიატრიული ნეონატოლოგიური მრავალპროფილური კლინიკა. 

 

 

 

თამარ დანელია - ნეონატონური სამსახურის უფროსი

 

ზოგადად, ნეონატოლოგია მოიცავს და ემსახურება  ბავშვებს, დაბადებიდან - 28 დღის ასაკამდე. პაციენტები მოდიან ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სამშობიარო კლინიკებიდან, ბინიდან, მათი გადმოყვანა ხორციელდება ჩვენს კლინიკაში არსებული გადაუდებელი მედიცინის სასახურის ბრიგადების მეშვეობით. ეს რეანომობილი აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურითა და მედიკამენტით, რათა, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ის ,,ოქროს წუთები“ და პაციენტის დიაგნოსტიკა მისი ტრანსპორტირებიდანვე დაიწყოს.

კლინიკაში შემოსული პაციენტი, მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, თავსდება შესაბამის განყოფილებაში.

ჩვენი  პაციენტები სრული სერვისით არიან უზრუნველყოფილნი. ეს სერვისებია: კრიტიკული მედიცინა, ინტენსიური თერაპია, პათოლოგიისა და გამოზრდის განყოფილებები. გარდა ამისა, ჩვენთან ხდება ახალშობილის სრულად კვლევა, რაც ლაბორატორიაში, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის  აპარატურის  მეშვეობით ხდება. ასევე, გვაქვს საკუთარი ექოსკოპიისა და ნეიროსონოსკოპიის აპარატები, რაც დაკომპლექტებულია უმაღალი დონის სპეციალისტებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური გრეგერის ტიპის აპარატურა. ეს გახლავთ დღესდღეობით არსებულ ბაზარზე საუკეთესო გერმანული აპარატურა. ასევე, გვაქვს კუვეზები, - რაც გვაქძლევს საშუალებას, რომ ახალშობილს ჰქონდეს ტენიანობა და ღრმა დღენაკლი გამოვზარდოთ. გვაქვს ასევე ხელოვნური სუნთქვის აპარატები, და გავქს დამხმარე ვენტილაციები, რაც ხელს უწყობს ახალშობილის სუნთქვას და ჩვენი კლინიკის უპირატესობად ითვლება.

სიამაყთ შემიძლია ვთქვა, რომ  კლინიკა გამოირჩევა  მუდმივად გადამზადებადი სამედიცინო პერსონალით. ისინი მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ტრენინგებსა და კონფერენციებში. ჩვენ გვყავს ექიმები, რომლებაც  გადამზადების ერთ და სამწლიანი კურსები ისრაელში, ჩიპას კლინიკაში გაიარეს.

 

 

წულუკიძე მანანა-ნეონატოლოგი

 

ხშირად მიწევს ისეთი კრიტიკულ  პაციენტებთან შეხება, რომლის სიცოცლესაც, ფაქტიურად ,,იჭერ“ და  ჩუქნი. ეს გარკვეულწილად, ექიმისთვის გამოწვევაცაა, რომ იბრძოლო და გადაარჩინო პატარის სიცოცხლე. გადარჩენილი სიცოცხლე კი, დაახლოებით ისეთივე განცდაა ჩემთვის, როგორი განცდაც აქვს დედას, რომელმაც ეს სიცოცხლე შვა.

კლინიკაში გვაქვს რადენიმე ინოვაცია. ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ უახლოეს პერიოდში, გვექნება ე.წ. ლამინირებული კარადა, სადაც მოხდება პარენტოლო კვების  ხსნარების აბსოლუტურად სტერილურ პირობებში დამზადება, რაც, ამ ეტაპზე, საქართველოში არსებულ არცერთ კლინიკას არ გააჩნია.

და მეორე, ბატონ გია მელიქიშვილთან ერთად, მისი გუნდი დაუკავშირდა გერმანელ ექიმებს და უკვე ოქტომბრის თვიდან, საქართველოში დაიწყება ახალშობილთა სკრინინგი 32 მეტაბოლურ დაავადებაზე. დღემდე, საქართველოში აღნიშნული სკრნინგი ეს კეთდებოდა მხოლოდ სამ თანდაყოლილ დაავადებაზე და პასუხები, სამწუხაროდ, არის სამი კვირის თავზე. ახალი პროგრამა კი მოემსახურება მსგავსი ტიპის 32 დაავადებას. პასუხები გადაიგზავნება გერმანიაში . ამ შემთხვევაში, დაავადების სკრინინგის შედეგები,  3 კვირის ნაცვლად, ერთ კვირაში  გვექნება.  შესაბამისად, ეს იქნება დაავადების ადრეული აღმოჩენა და ჩარევა, რაც ბევრად ამცირებს შემდეგში, დაავადების გართულების რისკებს. პერიოდულად, გერმანელი ექიმი საქართველოშიც ჩამოვა და პაციენტებს ადგილზე გაუწევს საჭირო სამედიცინო დახმარებას.

 

/თამარ დუღაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge