Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:08 06.10.2016
,,ყველაზე მთავარი, ნებისმიერ საქმეში არის გული, მოტივაცია და თავდადება“ - დავით მოციქულაშვილის წარმატების ფორმულა

,,დრიმ დენტალ გრუფი“  ქალაქის შუაგულში (ბარათაშვილის ქ. N 10)  მდებარე ერთ-ერთი ლიდერი სტომატოლოგიური კლინიკაა, სადაც უმაღლესი სტანდარტების  სრული სერვისით სარგებლობა 24  საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

კლინიკაში მიაჩნიათ, რომ სტომატოლოგიაში მაღალი ხარისხის მისაღწევად სამი უმთავრესი ფაქტორია აუცილებელი. ესენია:  პროფესიონალების გუნდი, იდეალური ჰიგიენა/სტერილიზაცია და სასიამოვნო, მეგობრული  გარემო.   ,,თქვენი ღიმილი  ჩვენი რეპუტაციაა - ამ სლოგანით მოქმედებენ კლინიკაში.

,,პაციენტი   -   ნახევრად   ღმერთია   და   ის   განსაკუთრებულ   პატივისცემას იმსახურებს. იგი   ჩემთვის იგივე სტუმარია  და მეც  და მთელი ჩვენი გუნდიც თავს   მასპინძლად   ვგრძნობთ.  პაციენტს   ისევე   უნდა   დავხვდეთ,   როგორც ქართველებს გვჩვევია - აცხადებს ,,დრიმ დენტალ გრუფი“-ს მფლობელი - დავით მოციქულაშვილი ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.  კლინიკისა და მისი სერვისების  შესახებ შეკითხვებს, ბატონი დავითი პასუხობს:

 

როდის გაჩნდა კლინიკის შექმნის იდეა?

 

-გაგიკვირდებათ და მე არ გახლავართ პროფესიით სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი. მაგრამ, მოხდა ისე, რომ შემიყვარდა ერთი ლამაზი გოგო, რომელიც შემდეგ სტომატოლოგი აღმოჩნდა  და კლინიკის დაარსების იდეაც სწორედ სიყვარულით დაიწყო.   ჩვენ ჩავატარეთ მონიტორინგი, რამაც აჩვენა,  რომ თბილისში არსებულ 2400-მდე  კლინიკაში, სტომატოლოგიური მომსახურების სრული და ხარისხიანი სერვისი თითქმის არ არებობდა. ყველაზე დიდ პრობლემას კი მაინც სტერილიზაცია წარმოადგენდა. სწორედ  ეს სავალალო მდგომარეობა გახდა სტიმული ჩვენი იდეის სისრულეში მოსაყვანად.   

იდეა გაჩნდა 2013 წლის ზაფხულში და უკვე  სექტემბერში, კლინიკა გაიხსნა.

 

რა პრივილეგიებით სარგებლობს კლინიკა და  რით არის გამორჩეული სხვა მსგავსი დაწესებულებებისაგან?

 

-,,დრიმ დენტალ გრუფი გახლავთ ამერიკული ტიპის სტომატოლოგიური  კლინიკა, სადაც ყველა სახის  სტომატოლოგიური მანიპულაცია, ერთ ადგილზე ტარდება. ესენია: თერაპია (მხატვრული რესტავრაციის ჩათვლით), სკაისი (ცირკონი, ბრილიანტი) გათეთრება, ორთოპედია, ორთოდენტია, ქირურგია, იმპლანტაცია, პარადონტოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია - ეს ყველაფერი ერთ ადგილას და შეღავათიან ფასებში. წარმოდგენისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ საბავშვო  ბენის ფასი - 20 ლარიდან, ხოლო უფროსის, - 35 ლარიდან იწყება.

 

რატომ ,,დრიმ დენტალ გრუფი“ ? იმიტომ, რომ პაციენტი კლინიკაში ნებისმიერი სახის სტომატოლოგიურ მომსახურეობას 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.  კიდევ იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთან განსაკუთრებული ყურადღება ჰიგიენასა და სტერილიზაციას   ეთმობა. მნიშვნელოვანი ისიც გახლავთ, რომ ჩვენ პაციენტებს   ვთავაზობთ   სახლში   გამოძახების   სერვისს,   რაც,   მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტებისთვის ძალიან  კომფორტულია,

თუმცა ამ სერვისით შეუძლია ისარგებლოს აბსოლუტურად ყველა პაციენტმა.

ასევე, ჩვენ მოვიხმართ მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიან მასალას. გვაქვს ბოლო თაობის ლაზერისა და ვექტორის აპარატები, რომლებიც, ფაქტიურად, სასწაულებს ახდენს ისეთი მანიპულაციების დროს, როგორიცაა კბილების გათეთრება და ღრძილების მკურნალობა. ამასთანავე,  პაციენტებს ჩვენ ვთავაზობთ კბილების გათეთრების ყველაზე თანამედროვე სისტემას - PealSmiles-ს, რომელიც  სრულიად უვნებელი და ძალიან ეფექტურია.

ყველაფერთან ერთად, პაციენტს აქვს შესაძლებლობა,  ორთოპანტომოგრამის საშუალებით გადაიღოს პანორამული სურათი. ანეთეზიის საჭიროების შემთხვევაში კი, შეუძლია მოითხოვოს სპეციალური ამერიკული გელი, რომლის მეშვეობით, ინექცია სრულიად უმტკივნეულო ხდება. სხვა კლინიკებისაგან განსხვავებით, ჩვენთან, ადგილზე გემსახურებათ ალერგოლოგი. ორთოდენტიის მიმართულებით, კი გვაქვს საკმაოდ უნიკალური შეთავაზება: საფირის ბერკეტები - პაციენტის მაქსიმალური კომფორტისათვის.  რაც შეეხება იმპლანტაციას, ამისათვის ჩვენ მოვიხმართ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალას, - გერმანიიდან, შვეიცარიიდან და ისრაელიდან. კლინიკაში, ადგილზევე ფუნქციონირებს ,,სატექნიკო ლაბორატორია“, რაც კიდევ უფრო ზრდის ხარისხს და ამცირებს დროს ორთოპედიაში. ასევე,  რაც  ყველაზე მნიშვნელოვანია, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც, ღიმილითა და დიდი ყურადღებით ემსახურება პაციენტებს.

-როგორც ჩვენთვის ცნობილია, კლინიკაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბავშვთა სტომატოლოგიას. კონკრეტულად, რა სერვისს სთავაზობთ ყველაზე პატარა და ჭირვეულ პაციენტებს?

 

- ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, საკუთარი თავი წარმოვიდგინოთ პაციენტის როლში, განსაკუთრებით - ბავშვების შემთხვევაში, რომელთაც  ექიმთან მისვლის  საოცარი შიში აქვთ.  

დღემდე  მახსოვს  და ალბათ არც დამავიწყდება, როგორი იყო ჩემი პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან. ეს იყო უდიდესი შიშისა და ნერვიულობის განცდა და რაც დღემდე მახსოვს, - სპეციფიური სუნი, რაც ბევრ კლინიკაში დღესაც იგრძნობა. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით,  ჩვენ ბავშვებისთვის  შევქმენით სრულიად ახალი, მოხატული გარემო, - ე.წ. ,,Dream Land” - ი, სადაც, მანიპულაციის დროს, შიშისა და ტკივილის ნაცვლად,  პატარა პაციენტი თავს გრძნობს ზღაპარში. ექიმები ბავშვებთან ერთად მღერიან და თამაშობენ, პატარა უყურებს ირჩევს და უყურებს  სასურველ  მულტფილმს. მალე  გვექნება უფრო დიდი მონიტორი, სადაც ბვშვები  მულტფილმის ნახვას უფრო დიდ ეკრანზე შეძლებენ. მანიპულაციის  დასრულების შემდეგ, ბავშვი თავად  ირჩევს საჩუქარს და ასევე, მას გადაეცემა წამახალისებელი სერტიფიკატი. თუ ბავშვს სურვილი გაუჩნდება მიიღოს დამატებითი სერვისები, როგორიააა, მაგალითად, 3 D სათვალის გამოყენება, მას შეუძლია ისარგებლოს ჩვენი VIP ოთახით - Dream Box-ით. იმ შემთხვევაში, თუ პატარას არ შეუძლია ჩვენთან მოსვლა, ჩვენ ვთავაზობთ მას სახლში გამოძახების სერვისს. ასევე, ვმუშაობთ ,,მენიუს” შემუშავებაზე, სადაც, პირველი პუნქტი იქნება ბჟენების ფერის შერჩევა, მეორე გვერდზე - მულტფილმების ჩამონათვალი, საიდანაც ბავშვი სასურველს თავადვე  შეარჩევს. მესამე, რაც უახლოეს დღეებში დაგვემატება, იქნება ანიმატორის სერვისი. გვეყოლება შემდეგი ანიმატორები: ლომი, გოგო-მაიმუნი, მეკობრე, ქალთევზა და სპანჩბობი. ასევე, მალე გვექნება მოხატული კედელი, სადაც, პატარა პაციენტი  ანიმატორთან ერთად სამახსოვრო ფოტოს გადაიღებს. გვექნება ასევე სუპერპრიზი, რომელსაც, ბავშვებს ერთ-ერთ თამაშში გამარჯვების შედეგად გადავცემთ.

 

თქვენ მონაწილეობდით ,,ჯორჯიან თაიმსის“ მიერ ორგანიზებულ ,,ჯანმრთელობის ფესტივალში“, სადაც, სხვა სამედიცინო კლინიკებთან ერთად იყავით წარმოდგენილი და საზოგადოებას საკუთარ სერვისებს  ადგილზე აცნობდით . თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალების ჩატარება?

-ასეთი ფესტივალების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კლინიკებისათვის, ასევე, პოტენციური პაციენტებისთვის. ეს ორმხრივად სასარგებლოა და პირდაპირ მოქმედებს ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე.  ფესტივალი იდეალური საშუალებაა საკუთარი თავის წარმოჩენის და სერვისების გაცნობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები უფრო მეტი სიხშირით უნდა იმართებოდეს.

 

თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?

 

-დიდი სურვილი გვაქვს და ცოტა შორეულ გეგმებში გვესახება კლინიკის რუსთავსა და გორში კლინიკის ფილიალების გახსნა.  უახლოეს გეგმებში კი მოვიაზრებთ ესთეტიური მიმართულებით განვითარებას, კონკრეტულად, ვაპირებთ აქვე, ამავე შენობაში ესთეტიკის ცენტრის გახსნას.

 

ბატონო დავით, თქვენს ძირითად საქმიანობად პროფესიისაგან სრულიად განსხვავებული მიმართულება აირჩიეთ და როგორც ეს ყველფრიდან ჩანს, საკმაოდ კარგად გაართვით თავი. თქვენი აზრით, რა არის საჭირო დასახული მიზნის მისაღწევად და წარმატების თქვენეულ ფორმულას ხომ ვერ გაუმხელდით ,,ჯორჯიან თაიმსის“  მკითხველს?

 

-ყველაზე მთავარი, ნებისმიერ საქმეში არის გული, ანუ საქმის სიყვარული, რომელიც გულიდან მოდის.  ამის შემდეგ,  არის მოტივაცია, რაც ასევე, მნიშვნელოვანია.  ამას მოსდევს თავდადება და ერწყმის განათლება. საბოლოოდ, კი  იკვრება ჯაჭვი,  რასაც  სწორედ  წარმატების ფორმულას დავარქმევდი. თუ ამ ფორმულით ვიხელმძღვანელებთ, ვფიქრობ, ნებისმიერ მიზანი მიღწევადი გახედება.

 

დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს გისურვებთ!

 

/თამარ  დუღაშვილი/

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge