Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:30 06.10.2016
ნატალია კვანტალიანის სახელობის სამედიცინო ცენტრი

"ნატალია კვანტალიანის სახელობის სამედიცინო ცენტრი" აერთიანებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებს. ჩვენი მიზანია, პაციენტს და მის ახლობლებს შევუქმნათ და მივაწოდოთ მაქსიმალურად კომფორტული, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული გარემო და მომსახურეობა. მრავალი სახის სერვისის შეთავაზების გარდა, ცენტრი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიებში, რათა ხარისხიანი და დროული ჯანდაცვა - ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ცენტრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კაფეტერია, სადაც ჩვენი დაწესებულების სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ და მოუსმინონ როიალზე შესრულებულ სასიამოვნო მუსიკას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უკრავს.


"
ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი" - სისხლით ამარაგებს: მძიმე პათოლოგიებით დაავადებულებს, ასევე, ონკოჰემატოლოგიურ ანუ სისხლის ონკოლოგიური პათოლოგიებით დაავადებულებს, ახალშობილებს, მშობიარეებს, ქირურგიულ და ტრამვატოლოგიურ სექტორს, ავტოავარიაში დაზარალებულებს, გენეკოლოგიურ პაციენტებსროგორც მოგეხსენებათ, ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა: ავტოავარია, მშობიარობა, ონკოლოგიური დაავადებები, კარდიოქირურგიული ოპერაციები და სხვა - გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს პაციენტისთვის სისხლის გადასხმა. ავადმყოფს, პრაქტიკულად ყოველდღიურად სჭირდება ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები. თუმცა, ახალი სისხლი მუდმივად დეფიციტურია, რადგან დონორთა შეზღუდული რაოდენობა, ვერ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნებს. ეს დიდ საფრთხეს უქმნის უმწეო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

სწორედ ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ჩვენი კომპანია რეგულარულად აწყობს აქციას "გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად". აქციის მიზანია სხვადასხვა დაავადებების დროს საჭირო სისხლის მარაგის შექმნა.

ღონისძიება, თავისი არსით, ატარებს სრულიად უანგარო ხასიათს: როგორც სისხლის დონაცია, ისე შემდეგ მისი საჭიროებისამებრ გამოყენება ხდება სრულიად უსასყიდლოდ.

ამას გარდა, დონორებს უფასოდ ჩაუტარდებათ გამოკვლევები: სისხლის ჯგუფის განსაზღვრა, რეზუს კუთვნილების განსაზღვრა, რეზუს ფენოტიპის განსაზღვრა, კელ ფაქტორის განსაზღვრა, ჰემოგლობინის შემადგენლობის განსაზღვრა. პირველად დონორებს, ასევე უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ: სისხლის საერთო ანალიზი, ათაშანგის სეროლოგიური გამოკვლევები, ჰეპატიტ B (HBsAg) ვირუსის მარკირებზე გამოკვლევა, ჰეპატიტ C (HCV) ვირუსისადმი ანტისხეულებზე გამოკვლევა, ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსისადმი ანტისხეულებზე გამოკვლევა (აივ-HIV).

დონაციის შემდეგ, სხეული იწყებს გაღებული სისხლის მარაგის შევსებას, რაც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამას გარდა, როგორც ვთქვით, დონორი მიიღებს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge