Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:37 06.10.2016
„ალერგია XXI საუკუნე“-სრული მომსახურეობის სპექტრი

ჩვენს ცენტრში უტარდებათ დიაგნოსტიკა და მკურნალობა სხვადასხვა ალერგიული პათოლოგიით დაავადებულ ადამიანებს – როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს. დაავადებათა შორისაა ატოპური დერმატიტი/ეგზემა, მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება, სხვადასხვა ალერგო-დერმატოზები, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ალერგიები, როგორიცაა ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, ბრონქული ასთმა, ალერგიის გამნოვლინების კუჭ-ნაწლავის ფორმა და ახვა მრავალი.

ტარდება გამოკვლევები საერთო და სპეციფიურ IgE-ზე (იმუნოგლობულინ ი-ზე), კანის ალერგიული სინჯები სხვადასხვა ალერგენებზე, მათ შორის მედიკამენტოზური ალერგიის დიაგნოსტიკა საერთაშორისო პროტოკოლით გათვალისწინებული მეთოდებით, სუნთქვის ფუნქციური დიაგნოსტირება - სპირომეტრია, ბრონქული ასთმიანი პაციენტებისათვის სუნთქვის ფუნქციის სადღეღამისო მონიტორინგი პორტატული აპარატურით, ოთახის მტვრის ტკიპის შემცველობის დადგენა საცხოვრებელ ბინაში,ალერგიული რინიტებისა და სინუსიტების სამკურნალოდ ტარდება ლაზეროთერაპია და სპეციალური ნებულაიზერით სინუსოთერაპია, ტარდება სპეციფიურიჰიპოსენსიბილიზაციისმეთოდითალერგიისმკურნალობა.

ორგანიზაცია თანამშრომლობს გერმანულ კომპანიასთან FOOKE LAB, ფრანგულ კომპანიებთან VEDALAB და ALLDIAG, ინგლისურ კომპანიასთან INBIO.

 

მომსახურეობის სპექტრი 

ცენტრში წარმოებს ყველა ასაკის ალერგიული პაციენტის დიაგნოსტირება და მკურნალობა:

1. პაციენტების კონსულტაცია - ობიექტური მდგომარეობის შეფასება და ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით გამოკვლევის პირადი გეგმის შედგენა;

2. გარეგანი სუნთქვის ფუნქციური დიაგნოსტირება - სპირომეტრია, როგორც მცირე ასაკი სბავშვებში, ასევე 4 წელზე ზევით;

3. ალერგენების დიაგნოსტირება სისხლში სპეციფიური ანტისხეულების განსაზღვრით;

4. მედიკამენტებზე ალერგიულობის დიაგნოსტირება: კანისჩხვლეტითი, ინტრადერმალური და აპლიკაციური ტესტებით;

5. ბრონქული ასთმიანი პაციენტებისათვის სუნთქვის ფუნქციის სადღეღამისო მონიტორინგი;

6. ოთახის მტვრის ტკიპის შემცველობის დადგენა საცხოვრებელ ბინაში (ლოგინში, ხალიჩებზედასხვ.) - შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად;

7. ალერგიული რინიტებისა და სინუსიტების სამკურნალოდ ტარდება ლაზეროთერაპია და სპეციალური ნებულაიზერით სინუსოთერაპია;

8. ტარდება სპეციფიურიჰიპოსენსიბილიზაციის მეთოდით ალერგიის მკურნალობა

 

ირინა მიმინოშვილი: პაციენტი მოდის ჩვენს კლინიკაში წინასწარი ჩაწერით (ტელ. 230–26–49). პაციენტს ეხსნება სპეციალური ისტორია, რომელშიც დეტალურად ფიქსირდება  მისი დაავადების აღწერა, დასაწყისი,  მიმდინარეობა, ჩვენთან ვიზიტამდე ჩატარებული გამოკვლევები და მკურნალობა. ასევე ისტორიაში განიხილება ყველა სხვა ჩივილები, რომლებიც, როგორც თანმხლები პროცესები, შეიძლება აღენიშნებოდეს პაციენტს.

ამის საფუძველზე პაციენტს უდგება გამოკვლევის პირადი გეგმა, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად ჩამოყალიბდეს დიაგნოზი და მის საფუძველზე გამოყენებულ იქნას მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტები.

მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ პაციენტისთვის შექმნილია კომფორტული გარემო. აქ შესაძლებელია გამოკვლევების ადგილზევე ჩატარება.

ჩვენს კლინიკას ხელშეკრულება აქვს გერმანულ და ფრანგულ კომპანიებთან. მათგან პირდაპირ – შუამავლების გარეშე – ვმარაგდებით აპარატურითა და რეაქტივებით, რაც საშუალებას გვაძლევს მუდმივად შევქმნათ ევროპული სტანდარტების გარემო.

ჩვენს კლინიკაში მოღვაწეობს სამი ექიმი–მედიცინის დოქტორი და გამოცდილი საშუალო მედ–პერსონალი.

 

 მინდა ვურჩიო პაციენტებს აუცილებლად შეინახონ და კლინიკაში მოსვლისას თან იქონიონ  ადრე ჩატარებული ნებისმიერი გამოკვლევის დოკუმენტები, რადგანაც ორგანიზმი ერთი მთლიანი სისტემაა და სხვადასხვა ორგანოს დაავადებები ერთმანეთზე ახდენენ გავლენას, მათ შორის ალერგიის მიმდინარეობაზეც. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge