Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:27 06.10.2016
ჰემატოლოგია - დიდი ქართული ტრადიციის მქონე დარგი

ჰემატოლოგია დიდი ტრადიციების მქონე დარგია ჩვენს ქვეყანაში და პირველი სისხლის ბანკი საქართველოში ჯერ კიდევ 1932 წელს დაარსდა. სისხლის გადასხმის სადგურის ბაზაზე 1935 წელს შეიქმნა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ფუნქციონირებდა ათეული წლების განმავლობაში. მისი დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი გრიგოლ მუხაძე.

ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი წარმოადგენს სოლიდურ სამკურნალო, დიაგნოსტიკურ, პედაგოგიურ და სამეცნიერო ცენტრს. ბოლო წლებში ინსტიტუტს ჩაუტარდა სრული მატერუალურ-ტექნიკური რეკონსტრუქცია და ამჟამად ის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითა და გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული თანამედროვე დონის კლინიკაა. ინსტიტუტმა არა ერძთხელ შეიცვალა სახელწოდება და მისამართი და დღეს ქავთარაძის ქუჩის #4 ჩიხში მდემარე „მედინვესტის“ შენობაშია განთავსებული.

საქართველოში კიდევ მრავალი სხვა სისხლის ბანკი, ჰემატოლოგიური კლინიკა, კაბინეტი და დაწესებულება გაიხსნა, თუმცა ყველა მათგანი ამ ინსტიტუტის ბაზაზეა შექმნილი. ის წარმოადგენს დარგის ფლაგმენს და ასევე ბაზას ისეთი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებისა, როგორიცაა: ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, „აიეტი“, სდასუ და ასე შემდეგ.

ჰემატოლოგიისა და ტრანსფუსიოლოგიის ინსტიტუტს პროფესორი მარინე აბაშიძე ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე სამედიცინო დარგში პროფესორი ნინა ლოლასვილია, ხოლო ადმინისტრატორი პროფესორი მანანა ღირდალაძე. ისინი ამავდროულად ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას, სტუდენტებს ასწავლიან ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებს და ეხმარებიან მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში.

პროფესორმა აბაშიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა: „ჩვენი ინსტიტუტის გამორჩეულობა მდგომარეობს მის მდიდარ გამოცდილებაში, რომელიც დაგროვდა მისი არსებობის მრავალი წლის მანძილზე და რაც მაღალი ხარსისხის გარანტია.  ყოველივე ამის საფუძველზე ჩვენ ვაგრძელებთ პროფესიულ ზრდას და განვითარებას. ჩვენი კლინიკის კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის ფაქტიც, რომ დღეს საქართველოში ყველაზე დიდი სისხლის ბანკი და სისხლის დაავადებათა სამკურნალო დაწესებულება ერთად ნატალია კვანტალიანის სახელობის სამედიცინო ცენტრის ჭერქვეშ ფუნქციონირებს“.

„ჩვენი გუნდი მართალც გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების ნაკრებია. მათგან უმეტესობა პროფესორია და ამავდროულად ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას. მომართვიანობა ჩვენს კლინიკაში მაღალია, რაც მეტწილად სახელმოხვეჭილი ექიმებისადმი მაღალი ნდობის ფაქტორითაა განპირობებული. ჩვენ მუდმივად გვიწვევენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სამეცნიერო კონგრესებში მონაწილეობის მისაღებად, სადაც არა მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას და მიღწევებს გვიზიარებენ, არამედ ჩვენი აზრისა და შეფასებებისადმი დიდ ინტერესესს იჩენენ“.

ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი წლების განმავლობაში წამყვან სამეცნიერო ცენტრს წარმოადგენდა და ამ საქმიანობას კვლავაც აგრძელებს, მათ შორის დიაგნოსტიკურ-სამკურნალო, სამეცნიერო და პედაგოგიური მიმართულებებით.  

ჩვენი კლინიკის ძირითადი მიმართულებებია: 1. კლინიკური და ლაბორატორიული ჰემატოლოგია-ონკოჰემატოლოგია; 2. ლაბორატორიული ჰემატოლოგია; 3. საწარმოო და კლინიკური ტრანსფუზიოლოგია; 4. სისხლისა და სისხლის სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდებით.

„ვხელმძღვანელობთ ევროკავშირისა და ევროპის ჰემატოლოგიის და ონკოლოგთა ასოციაციების გაიდლაინებით, პროტოკოლებითა და გზამკვლევარებით. ჩვენს მიერ შექმნილია ქართული ეროვნული გაიდლაინები“.

საკონტაქტო ტელ:  +995 32 2390213

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge