Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:21 27.10.2016
თქვენთვის, პიცის მოყვარულებო!-,,ჰავაის პიცა''

ინგრედიენტები:

ფქვილი - 500-550 გ

რძე - 250 მლ

კვერცხი - 2 ც.

შაქარი - 3 ჩ.კ.

ზეთი - 5 ს.კ.

მშრალი საფუარი - 7-10 გ (ან 50 გ ნედლი საფუარი)

მარილი

 

 

 

 

 

შიგთავსი:

კეტჩუპი ან ტომატის პასტა

დაკონსერვებული ანანასი

ლორი

ყველი

 

 

მომზადება:

საფუარი გახსენით თბილ რძეში (38˚), დაამატეთ შაქარი, აურიეთ და დადგით თბილ ადგილას 15 წუთით. შემდეგ დაამატეთ ოდნავ ათქვეფილი კვერცხი მარილით, ზეთი და აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.  ცომი არ უნდა იყოს მაგარი. ცომს დააფარეთ საკვები ცელოფანი ან თავსახური და დადგით თბილ ადგილას 30 წუთით.

ლორი წვრილად დაჭერით, ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე. ცომი გააბრტყელეთ (3-4 სმ სისქის) და მოათავსეთ ცხიმიან ფორმაში. ზემოდან წაუსვით კეტჩუპი, დააწყეთ ანანასის ნაჭრები და ლორი. დააყარეთ ყველი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და შებრაწეთ დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

ავტორ(ებ)ი : gurmania.ge