Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:41 27.10.2016
7 შეცდომა, რომელსაც ერბოკვერცხის მომზადებისას ვუშვებთ

ერბოკვერცხი - უმარტივესი კერძი, რომლის გაკეთება იციან მათაც კი, ვინც არანაირ კულინარულ უნარსა თუ ცოდნას არ ფლობს. მას ძალიან ბევრი ამზადებს საუზმისთვის. თუმცა ბევრი ჩვენგანი გარკვეულ შეცდომებს მაინც უშვებს მისი მომზადების დროს.

 

გთავაზობთ შვიდ ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც უმეტესი ჩვენგანი უშვებს ერბოკვერციხს მომზადებისას. გამორიცხეთ ეს შეცდომები და თქვენი საუზმე გაცილებით გემრიელი და ჰაეროვანი გამოვა.

 

 

 

 

 

1. არასწორად ირჩევთ ტაფას


აირჩიეთ საშუალო ზომის ტაფა, უმჯობესია თუჯის, სქელი ძირით. ამ სემთხვევაში ისეთი სწრაფად მომზადებადი კერძი, როგორიცაა ერბოკვერცხი, არ მიეწვება ძირზე.

2.
ნაღების მაგივრად ამატებთ რძეს


ერბოკვერცხში, როგორც წესი, უმატებენ ნაღებს, რადგან მასში არსებული ცხიმი ცილაში სინოტივეს იკავებს. თუ ნაღებს რძით შეცვლით, ერობოკვერცხი წყალ-წყალა გამოგივათ. გემოს გასაძლიერებლად სასურველია დაამატოთ ზედმეტი კვერცხის გული. რაც უფრო მეტ ხანს თქვეფთ კვერცხს და ნაღებს ერთად, მით გემრიელი გამოვა ერბოკვერცხი. ოღონდ უნდა ათქვიფოთ უშუალოდ მომზადების წინ

3.
კვერცხებს პირდაპირ ტაფაზე ტეხავთ

კვერცხის გასატეხად უმჯობესია დანის გამოყენება: ნაჭუჭი უნდა გატყდეს ისე, რომ მისი ნარჩენები ერბოკვერცხში არ მოხვდეს.

4.
ამზადებთ ძლიერ ცეცხლზე


მოამზადეთ ერბოკვერცხი დაბალ ცეცხლზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტ დროს ითხოვს. ამგვარად შეამცირებთ კვერცხის ტაფის ძირზე მიწვისა და გამუქების რისკს. მომზადების პროცესის გასაკონტროლებლადაც მეტი დრო გექნებათ.

5.
არ იცით, რამდენ ხანს უნდა ამზადოთ

ერბოკვერცხი ძალიან სწრაფად მზადდება. გადმოდგით ცეცხლიდან როცა კვერცხი ჯერ კიდევ ნოტიო იქნება და დოტა ხნით გააჩერეთ. ტაფაში დარჩენილი სითბოს საშუალებით ერბოკვერცხი თავად მიაღწევს მომზადების საჭირო დონეს.

6.
იყენებთ ძველ კვერცხს

ნუ გამოიყენებთ ერთ კვირაზე მეტი ხნის კვერცხს. ეცადეთ მოამზადოთ ახალი შინაური კვერცხისგან, ასე უფრო ჰაეროვანი და გემრიელი ერბოკვერცხი გამოგივათ.


7.
არასწორ დროს ამატებთ მარილს

მარილი დაამატეთ მაშინ, როცა კვერცხის მასა შემაგრებას დაიწყებს.

ავტორ(ებ)ი : intermedia.ge