Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:47 02.11.2016
მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ნამცხვარი!
ინგრედიენტები:
ცომი:

კარაქი

გაყინული, 200 გ

კვერცხი1 ცალი

გამაფხვიერებელი1,5 ჩ/კ

ფქვილი300 გ

შაქარი0,5 ჭიქა

გულსართისთვის:
არაჟანი 27%-30% 500 მლ

კვერცხი4 ცალი

ვანილის შაქარი2 შეკვრა
შაქარი4 ს/კ

მომზადების წესი:
გაყინული კარაქი გახეხეთ მსხვილად, დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. მოზილეთ ცომი და გააჩერეთ 10 წუთი.შ
შემდეგ გააბრტყელეთ ცომი 0,5 სმ სისქეზე და გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში, ამოუწიეთ კიდეები.
გულსართისთვის ხელის ზამბარით ათქვიფეთ ყველა მოცემული ინგრედიენტი და გაანაწილეთ ცომზე.
მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40-45 წუთი.
გააგრილეთ და ცოტა ხნით მოათავსეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge