Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:38 04.11.2016
დაბალი ანტიმულერის ჰორმონი (AMH) და აზოოსპერმია დღესდღეობით არ არის უშვილობის საბოლოო განაჩენი

მორიგი საინტერესო შემთხვევა, რომლის მთავარი გმირები არიან უცხოელი პაციენტები -42 წ. ქალბატონი ვაფამ. - მწირი ფოლიკულური აპარატით, AMH - 0,15 ნგ/მლ და მამაკაცი - ტარეკა. - დიაგნოზით - აზოოსპერმია (სპერმის ეაკულატში სპემატოზოიდების არარსებობა).

 

წყვილ მამოგვმართა კლინიკა “ინ ვიტროში” ხელოვნური განაყოფიერების განხორციელებისათვის - მხოლოდ იმ აუცილებელი პირობით - თუ იქნებოდ აგამოყენებული საკუთარი ბიოლოგიური მასალა (კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი). ემბრიონის მიღების შემთხვევაში იგეგმებოდა მისი ტრანსფერი სუროგატი დედის საშვილოსნოს ღრუში, რამეთუ ვაფას წლების განმავლობაში უკვე შეწყვეთილი ჰქონდა მენსტრუაცია აშერმანის სინდრომის გამო (საშვილოსნოს ღრუში შემაერთებელ-ქსოვილოვანი ჭიმების არსებობა).


გარდა სტანდარტული კვლევებისა, რაც ინ ვიტრო განაყოფიერებამდე აუცილებელ ჩვენებას წარმოადგენს, ტარეკი კონსულტირებული იქნა ანდროლოგის მიერ და დაიგმემა სადიაგნოსტიკო ოპერაცია სათესლეებზე _ TESE - სპერმატოზოიდების მიღების მიზნით. სამწუხაროდ პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - ბიოპტატში (აღებულ ქსოვილში) ინახა ერთეული მკვდარი სპერმატოზოიდი, რაც თავისთავად ვერ იქნა შენახული (კრიო პრეზერვირებული).


წარუმატებელი TESE-ს შემდეგ, როგორც ტარეკს ასევე ვაფას დაენიშნათ თერაპია, რაც მიმართული იყო, როგორც სპერმატოზოიდების ასევე კვერცხუჯრედების ხარისხის გაუმჯობესებაზე.


4 თვიანი მკურნალობის შემდეგ წყვილი კვლავ ჩამოვიდა საქართველოში.


ულტრაბგერით კვლევაზე ვაფასთან დაფიქსირდა მხოლოდ 2 მცირე ზომის ფოლიკული, რომლებიც მოვამწიფეთ მინიმალური ჰორმონალური სტიმულაციით.


ფოლიკულების ასპირაციის (აღების) დღეს, როცა მიღებული იქნა 2 ფოლიკულიდან 2 მწიფე კვერცხუჯრედი - პარალელურად ჩატარდა განმეორებითი TESE – ბიოპტატში ინახა შესამჩნევი რხევითი მოძრაობის მქონე სპერმატოზოიდი. ჩატარდა ICSI - მანიპულაცია - სპერმატოზოიდის შეყვანა კვერცხუჯრედში. დიდი წარმატება იყო, როცა მეორე დღეს დაფიქსირდა განაყოფიერება და საბოლოოდ გაყინული იქნა ორი – მე-2- დღის განვითარების ემბრიონი.


მას შემდეგ, რაც სუროგატი დედა იქნა სათანადოდ მომზადებული, დაიგეგმა ემბრიოტრანსფერი და განხორციელდა 2 გამოლღობილი ემბრიონის გადატანა საშვილოსნო სღრუში. 12 დღეში დაფიქსირდა დადებითი ტესტი ორსულობაზე - სისხლში ქორიონალური გონადოტროპინის მაჩვენებელი - 211 მლ.


ემბრიოტრანსფერიდან 3 კვირაში ულტრაბგერაზე ინახა ერთი სანაყოფე პარკი.


ვაფას და  ტარეკის დადებითი ისტორია კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ძლიერ დაბალი ამ ჰდაჩაბარებულ მასალაში სპერმატოზოიდების სრული არარსებობა - არარის უშვილობის საბოლოო ვერდიქტი.


ასე რომ, თქვენც ცადეთ...


“ინვიტრო”-ში ოცნებები რეალობად იქვევა


რეპროდუქტოლოგი,  აკადემიური დოქტორი მედიცინაში - ანი მორჩილაძე

ანდროლოგი,  აკადემიური დოქტორი მედიცინაში - ალექსანდრე ხელაია

ემბრიოლოგები - მაია ქოიავა,ლალი ხარაბაძე

მისამართი: ლუბლიანას 2/6

ტელ: (032) 2 15 77 77

info@invitro.ge

 

www.invitro.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge