Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:07 16.11.2016
,,რიქსოს ბორჯომი" საუკეთესო კომპანიებს შორის მოხვდა

2016 წლის 10 ნოემბერს, მედია ჰოლდინგ ,,Georgian Times’’-მა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,GORBI’’-მ, 2015-2016 წლების შემაჯამებელი ბიზნეს-რეიტინგის მე-17 ცერემონიალი გამართა, სადაც საქართველოში მოღვაწე საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოავლინა.

 

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას. 

 

ბიზნესრეიტინგში, კომპანია ,,რიქსოს ბორჯომი“  და ანარა კესიკბაევა   საუკეთესო 25 კომპანიას შორის მოხვდა.

 

რაც შეეხება გამოვლენილ  საუკეთესო 25 კომპანიას, ისინი შემდეგნაირად იქნა შერჩეული: საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ,,ჯორჯიან თაიმსსა“ და კომპანია ,,გორბის“ იმ კომპანების  მონაცემები მიაწოდა, რომელთაც, სახელმწიფო ბიუჯეტში, 1 მლნ ლარზე  მეტი შენატანი ჰქონდათ. შემდეგ, ამ კომპანიების ტოპ-ლისტი დაურიგდათ მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს. შერჩეული ტოპ-ლისტიდან, შეირჩა 60 კომპანია შემდეგი კრიტერიუმებით: მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა. ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი. 

 

უკვე შერჩეული ტოპ-60 კომპანიიდან, ჟიურიმ ტოპ-25 საუკეთესო შეარჩია, რომელთა შორის მოხვდნენ:

 

1.სოკარ ჯორჯია გაზი /მაჰირ მამედოვი/
2. შუხმან ვაინს ჯორჯია /ნუცა აბრამიშვილი/ 
3. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი /მაჰირ მამედოვი/ 
4. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი /იორგ მათიესი/
5. რუსთავის აზოტი /კონსტანტინე ლილა/ 
6. რიქსოს ბორჯომი /ანარა კესიკბაევა/ 
7. პეტროკას ენერჯი ჯგუფი /ივანე ნაკაიძე/ 
8. ნიკორა სუპერმარკეტი /დავით ურუშაძე/ 
9. კახური ტრადიციული მეღვინეობა /ზურაბ ჩხაიძე/ 
10. ჯორჯიან ამერიქან ელოისი /ველველ ლოზინსკი/ 
11. ჯეოსთილი /ბალაკრიშნან საჯივ/
12. ზარაფხანა /ქეთევან გოგნაძე/ 
13. ვისოლ ჯგუფი /სოსო ფხაკაძე/ 
14. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი /ბადრი წილოსანი/ 
15. ენ სი სი /გეგი ქელბაქიანი/ 
16. დუგლაძეები ღვინო/ დავით დუგლაძე /
17. ყულევის ნავთობ ტერმინალი და პორტი /კარიმ გულიევი/ 
18. თიბისი ბანკი /ვახტანგ ბუცხრიკიძე/ 
19. გეოპლანტი /მიხეილ ჭკუასელი/ 
20. ბაზისბანკი /დავით ცაავა/ 
21. აუთდორ.ჯი /ვასილ ბარნოვი/ 
22. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველო /ემილ აბასბეილი/ 
23. PSP ჯგუფი /გოჩა გოგილაშვილი/ 
24. კომპანია ავერსი /პაატა კურტანიძე/ 
25. აი სი ჯგუფი /თენგიზ მეზურნიშვილი/ 

 

საბოლოოდ, დარჩენილმა 25-მა კომპანიამ, თავისი რიგებიდან, ერთი საუკეთესო კომპანია დაასახელა, დანარჩენებს, კი სხვადასხვა ნომინაციები და ჯილდოები გადაეცათ.


ნომინაციაში - ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ექსკლუზიური სპა და გამაჯანსარებელი ცენტრი,   ხარისხიანი სერვისი, მომხმარებლის არჩევანი,  საერთაშორისო  აღიარება - კომპანია ,,რიქსოს ბორჯომი“ და ანარა კესიკბაევა  დასახელდა და ჯილდოდ, ოქროს სამკერდე ჯვარი (ბრილიანტის თვლით)და სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.


შეგახსენებთ, რომ  რიქსოს ბორჯომი  „ ბორჯომი ლიკანი ინტერნატიონალის“   სწრაფად მზარდი ფეშენებელური სასტუმროა   ბორჯომში.  საპრეზიდენტო და დელუქსის ტიპის  აპარტამენტები,   თანამედროვე ინტერიერი შერწმული ბუნების გასაოცარ ხედებთან,  ბიზნეს-კლასის საბანკეტო და საკონფერენციო  სივრცეები.   რიქსოს ბორჯომი სპა -  ცენტრი  გამორჩეულია   ბორჯომის სამკურნალო წყლის გამაჯანსარებელი  პროცედურებით.  პროფესიონალი ექიმები,  ტრადიციული თურქული აბაზანები,  საუნა, საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი  განსაკუთრებულ  კომფორტს  უქმნის ნებისმიერი მოთხოვნილების  ვიზიტორს.


,,რიქსოს ბორჯომის“ ხელმძღვანელი  ყაზახეთის მხრიდან, - ანარა კესიკბაევა,  საქართველოში 2015 წლის 6 ივნისიდან მოღვაწეობს  და დიდი წარმატებით უძღვება სასტუმროების ბიზნესის სპეციფიკას. სწორედ ამიტომ,  "რიქსოს ბორჯომის" მთავარი კონცეფცია, გარდა უმაღლესი დონის სერვისისა და კომფორტისა, მუდმივი დინამიკაა, რაც მის ახალ-ახალ პროექტებში გამოიხატება.


,,ჯორჯიან თაიმსი“ ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოვების ღონისძიებას, ტრადიციულად, მომავალშიც გეგმავს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge