Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:54 17.11.2016
„ჯორჯიან თაიმსი“ ბიზნეს რეიტინგში მონაწილე კომპანიების მენეჯმენტს განსაკუთრებულ მადლობას უხდის

მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და  კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული მე-17 ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების ღონისძიება,  რომელიც, 10 ნოემბერს, ,,გარდენ ჰოლში“  გაიმართა, ტრადიციისამებრ, წარმატებით დასრულდა.


ღონისძიების კარგად ჩატარებას, მედია ჰოლდინგი, საკუთართან ერთად,  მასში მონაწილე ორგანიზაციების ჩართულობასაც უკავშირებს და ამ  კომპანიებსა და მის მენეჯმენტს, განსაკუთრებულ მადლობას უხდის.

 

„მადლობა თქვენ - იმისათვის, რომ ამ დაძაბულ ვითარებაში, საკუთარი  კომპანიების  ღირსეულად წარმოსაჩენად, ჩვენთან ერთად, დაუღალავად მუშაობდით. პასუხობდით ყველა ზარს და მეილს, ოპერატიულად და კომპეტენტურად სრულად იყავით ჩართულები ღონისძიების მოსამზადებელი პერიოდის მსვლელობაში. რითაც, თქვენი მხრიდან განსაკუთრებული პროფესიონალიზმი გამოავლინეთ.

 

ჩვენ ვთვლით, რომ ღონისძიების ჩატარების დადებითი შედეგიც, სწორედ ჩვენი და თქვენი მენეჯმენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად მივიღეთ და ვიმედოვნებთ, ჩამოყალიბებული თანამშრომლობა, სამომავლოდაც, იგივე წარმატებით  შედგება“ - აცხადებს  „ჯორჯიან თაიმსის“ მენეჯმენტი.

 

 


 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge