Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:57 21.11.2016
,,ეკონომიკა კერძო სექტორზე დგას და ის, რა თქმა უნდა, იმსახურებს იმას, რომ საქვეყნოდ გადავუხადოთ მადლობა" - დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილი:


,,ჩვენი ქვეყნის შიდა პროდუქტის შემქმნელების  თითქმის 2/3 აქ ხართ წარმოდგენილი და სამწუხაროდ, აი ამ პატარა დარბაზში ეტევით. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყანა დინამიურად ვითარდება, წინ მივიწევთ და ეკონომიკაში საკმაოდ კარგი ძვრები გვაქვს. ყველაზე სასიხარულო კი არის ის, რომ თქვენ ყოველდღიურად ქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.

2015 წლის ბოლოს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ჩაატარა კვლევა, იმ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში 800 კომპანიაზე ჩატარდა კვლევა და კომპანიების 75-მა %-მა განაცხადეთ, რომ თქვენ 2016 წელს შექმნიდით ახალ სამუშაო ადგილებს. ამ კვლევამ ცოტა დამაბნია. თუმცა, 2016 წლის მეორე კვარტალში გამოვლენილმა რიცხვებმა აჩვენა, რომ კერძო სექტორმა 32 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

წელს ჩვენ გვქონდა არჩრვნები. ასეთ დროს, როგორც წესი, ბიზნესი ელოდება შედეგს, ელოდება როგორ შეიცვლება პოლიტიკური ველი და მხოლიდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებებს. თუმცა, ამ მიმართულებითაც ჩვენ ძალიან კარგი წელი გვქონდა, 1-2 კვარტალში გვქონდა 11 %-ით უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე ეს იყო 2015 წელს და ამით, რეკორდულ მაჩვენებელზე გავედით.

ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს ქმნით თქვენ.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს. ბიზნესი იმსახურებს იმას, რომ მას ჰქონდეს ერთი დიდი დღე - დღესასწულისთვის, სადაც, ყველა ერთად ჩვენ ერთმანეთს მადლობას ვეტყვით. დიახ, თქვენ ქმნით სამუშაო ადგილებს და თქვენ უხდით ამ ადამიანებს ხელფასს.

აქვე მინდა აღვნიშნო რამოდენიმე მიღწევა, რომელმაც ყველა ჩვენთაგანი გაახარა. ეს გახლავთათ ბიზნესის კეთების რეიტინგი. ბიზნესის კეთების რეიტინგში, ჩვენ წელს 7 პუნქტით დავწინაურდით და 23-ე-დან მე-16 ადგილზე  გადმოვინაცვლეთ.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენს ქვეყანაში. გპირდებით, რომ შემდეგი 4 წელი ჩვენს ქვეყანაში იქნება სტაბილურიბის წლები. ეს უნდა იყოს წლები, როდესაც ეკონომიკა ძალიან კარგად განვითარდება.

 

ეკონომიკა კერძო სექტორზე დგას. ის, რა თქმა უნდა, იმსახურებს იმას, რომ მათ საქვეყნოდ გადავუხადოთ მადლობა. ჩვენ გვყავს ნამდვილად ნიჭიერი ბიზნესმენები, ჩვენი კერძო სექტორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი კეთილდღეობა იყოს და მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას." 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge