Powered by Jasper Roberts - Blog

11:56 24.11.2016
როგორ მოვიქცეთ, თუ ვერ ვფარავთ სესხს?

საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს უწევს სხვადასხვა ტიპის სესხით სარგებლობა. ამიტომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მათგანი ვერ ახერხებს სესხის დროულად დაფარვას. 

 

ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: სესხის დაუფიქრებლად აღება, შემოსავლის წყაროს დაკარგვა ან რაიმე გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა სესხის პერიოდში. თუ თქვენ შეგემთხვათ ანალოგიური რამ, მთავარია მშვიდად გააანალიზოთ სიტუაცია და დასახოთ მოქმედების გეგმა.

 

გამოსავალი არ არის დამალვა, ტელეფონის (ან/და მისამართის) შეცვლა და ა.შ. იურიდიული ნაბიჯები საკრედიტო ორგანიზაციას თქვენს გარეშეც შეუძლია გადადგას, სასურველია რომ აქამდე საქმე არ მივიდეს.

 

პირველ რიგში ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე რეალურად შეაფასეთ სიტუაცია და დაუკავშირდით სესხის გამცემ ორგანიზაციას. 

 

აუხსენით თქვენი ფინანსური პრობლემები და დარწმუნებული იყავით, რომ ისინი შეეცდებიან თქვენთან ერთად დასახონ სესხის დაფარვის რეალური გეგმა. 

 

საკრედიტო ორგანიზაციის ინტერესში შედის მოგეხმაროთ თქვენ სესხის დაფარვაში და არა ის, რომ თქვენი სესხი პრობლემური სესხების სიაში გადაიყვანოს.

 

დაფიქრდით რატომ აიღეთ ვალი, რამ შეგიშალათ ხელი მის დროულად გადახდაში და რა პერსპექტივა გაქვთ, რომ მომავალში შეძლებთ სესხის დაფარვას. თუ თქვენ გაქვთ სტაბილური შემოსავალი, მაშინ შეეცადეთ გამონახოთ ფულის დაზოგვის (ხარჯების შემცირების) საშუალება და გამოთვალეთ რა თანხის გამოყოფას შეძლებთ ყოველთვიურად (ყოველკვირეულად) სესხის დასაფარად შეიმუშავეთ სესხის დაფარვის გეგმა და განსაზღვრეთ რა ვადა დაგჭირდებათ ვალის გასასტუმრებლად. ხანდახან სრულიად უიმედო სიტუაციებშიც კი აღმოაჩენთ თქვენს ბიუჯეტში საკმარის ფარულ რეზერვებს ყოველთვიურად ფულის გადასადებად სესხის დაფარვისთვის. თუ გაეცნობით ჩვენს მიერ ადრე გამოქვეყნებულ სტატიებს, უამრავ რჩევას წაიკითხავთ ფულის დაზოგვაზე. ანალოგიური ინფორმაცია შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოიძიოთ.

 

ამის შემდეგ დაუკავშირდით საკრედიტო ორგანიზაციას და ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ. თუ ჩვენი რჩევის თანახმად სესხის დაფარვის რეალური გეგმა მოფიქრებული გაქვთ, მაშინ შესთავაზეთ მათ თქვენი გეგმა და სესხის დაფარვის გრაფიკი. თუ ვერაფერი კონკრეტული ჯერ ვერ მოიფიქრეთ, მაშიმ მათ ჰკითხეთ რჩევა. თქვენ შეიძლება შემოგთავაზონ სესხის რესტრუქტურიზაცია, დაფარვის გადავადება, პროცენტის შემცირება და ა.შ. ლოგიკურია კარგი სტაბილური შემოსავლის პირობებში აირჩიოთ მოკლე ვადა და დაბალი საპროცენტო განაკვეთი. თუ არ გეიმედებათ უახლოეს პერიოდში შემოსავლები, მაშინ უმჯობესია მაქსიმალური ვადა და რაც შეიძლება მცირე ყოველთვიური გადასახადი აიღოთ. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი. გახსოვდეთ, აზრი არ აქვს რაიმე ახალზე შეთანხმებას და ხელის მოწერას, თუკი ერთ-ორ თვეში ისევ მოგიწევთ პირობების შეცვლაზე საუბარი. სჯობს თავიდანვე ისეთი პირობა დადოთ, რომელსაც შეასრულებთ.

 

რა თქმა უნდა, თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი შემოსავალი, არ ღირს თქვენი ფინანსური სიტუაციის დამალვა და ახალი ვალის აღება ძველის გადასაფარად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ რომელიმე საკრედიტო კომპანიამშემოგთავაზათ გაცილებით უკეთეს პირობები, ვიდრე ეს აქამდე გქონდათ). ამან შეიძლება თვენი ვალების ზვავივით ზრდა გამოიწვიოს და საბოლოო ჯამში უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. ამიტომ გირჩევთ საკრედიტო ორგანიზაციებთან თქვენს პრობლემებზე გულახდილად საუბარს, ამით თქვენ სავარაუდოდ მათ კეთილგანწყობასაც მოიპოვებთ და მეტი შანსი გექნებათ თქვენთვის სასარგებლოდ გადახედონ სესხის ხელშეკრულებას. გაითვალისწინეთ, რომ სესხის დროულად არ დაფარვამ შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს თქვენს მომავალზე.

 

თუ თქვენ თვლით, რომ უსამართლოდ მოგექცნენ და დაარღვიეს თქვენი უფლებები, სანამ დავას დაიწყებდეთ, vivus ge გირჩევთ გაიაროთ უფასო იურიდიული კონსულტაცია. ამით მოგეცემათ საშუალება დარწმუნდეთ თქვენი პოზიციის სიმართლეში.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ vivus.ge-ში პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებითი სესხები კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge