1.შვეიცარიაში მცხოვრებმა ქალმა გადაწყვიტა, ე.წ. მზის დიეტა დაეცვა, ანუ სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებები მიეღო მზისგან. სხეულს მზეს მიუფიცხებდა და ასე “იკვებებოდა”. საბოლოოდ შიმშილისგან გარდაიცვალა.
2.ახალ ზელანდიაში გოგონა ყოველდღე 10 ლიტრ კოკა-კოლას სვამდა და შეეწირა კიდეც ამას.
3.ერთ-ერთმა კათოლიკე მღვდელმა გადაწყვიტა, მრევლისთვის ეჩვენებინა, რომ ვისაც რწმენა აქვს, მასზე გველის ნაკბენი არ მოქმედებს. ის არ აღმოჩნდა მართალი... ან რწმენა არ ეყო.
4.ბიჭი ეფექტური სელფის გადაღებას ცდილობდა და პისტოლეტი საფეთქელთან მიიტანა. მერე კი აერია – იმის ნაცვლად, რომ ტელეფონის ღილაკისთვის დაეჭირა მარცხენა ხელის თითით, ინსტინქტურად მარჯვენა ხელის თითით ჩახმახს გამოკრა...
5.ერთი ახირებული კაცი გაშიშვლდა და აზიდვების კეთება დაიწყო პორტლენდის ერთ-ერთ ქუჩაზე – ნაძლევის თუ რის გამო, არავინ იცის. ფაქტია, რომ მანქანამ გაიტანა.
6.არგენტინაში ქალი მას მერე გარდაიცვალა, რაც თვითონ, დამოუკიდებლად სცადა მკერდის გადიდება. მან ვაზელინის რამდენიმე ინიექცია გაიკეთა. რატომ ვაზელინი და საიდან მოაფიქრდა ეს პროცედურა, უცნობია, თუმცა ის ამას ემსხვერპლა.
7. ჩინეთში ორი მამაკაცი გარდაიცვალა და ოთხმა სერიოზული ტრავმა მიიღო მას მერე, რაც ბიოტუალეტში ჩავარდნილი 320-დოლარიანი ტელეფონის ამოღებას ცდილობდნენ. მათთვის, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება: გახსოვდეთ, ბიოტუალეტებში გამოყენებული სითხე სასიკვდილოა!
8.ბიჭმა მეტამფეტამინი დალია, რათა მესაზღვრეები დაერწმუნებინა, რომ ეს ვაშლის წვენი იყო.
9.17 წლის ეგვიპტელმა ჭაში ჩავარდნილი ქათმის შველა სცადა და თავად ჩავარდა ჭაში. შემდეგ მის დახმარება მისმა დამ და ორმა ძმამ სცადა და ისინიც ჩაცვივდნენ. დასახმარებლად კიდევ ორი ხანდაზმული ადამიანი მივიდა და მათაც იგივე ბედი ეწიათ... მოგვიანებით ექვსი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი ამოიტანეს ჭიდან. ქათამიც ამოიყვანეს, რომელიც ცოცხალი გადარჩა.