Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:15 31.01.2017
“ჩემი რანჩო” - ჯანმრთელობის მეციხოვნე, ახალი ქართული პროდუქტი

“ჩემი რანჩო” - ჯანმრთელობის  მეციხოვნე,   ახალი ქართული პროდუქტი,  5 მილიონიანი საინვესტიციო პროექტი, შეღავათიანი აგროსესხის კომპონენტით. მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული   ფერმა  სოფელ გამარჯვებაში.

 

“ჩემი რანჩო”– ჯანმრთელი, ჰიპოალერგიული, პროტეინკმარი, ვიტამინიზებული  ახალი  ქართული პროდუქტი – ბოცვერის ხორცი. უნიკალური და ევროპაში მოთხოვნადი გასტრონომიული ტრენდი.   

 

როგორია კომპანიის  სამომავლო გეგმები,   განვითარების სტრატეგია? 

 

მებოცვრეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც, საქართველოში ამ ეტაპზე სრულიად განუვითარებელია. ბოცვერის ხორცი, რომელიც უნიკალურია მისი თვისებებით - ჰიპოალერგიურლი, დიეტური, ხოლესტერინის გარეშე, ბაზრისთვის გარკვეულწილად სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს, შესაბამისად მოკლევადიან გეგმებში შედის ქვეყანაში პროდუქტის პოპულარიზაცია და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა; მისაღები ფასი, პროდუქტის ასორტიმენტის შექმნა და დისტრიბუცია ყველა მაღაზიასა თუ სუპერმარკეტში უმნიშვნელოვანესია.

პირველ ეტაპზე ფერმის წარმადობა იქნება 30000 ბოცვერი  წელიწადში, თუმცა, ჩვენ გავზრდით ბაზარზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად და სულ მალე 2.5-ჯერ მეტ პროუქტიულობას მივიღებთ.

 

როგორია კომპანიის საინვესტიციო პორტფელი ?

 

პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 1 000 000-ს შეადგენს, რომლის უდიდესი ნაწილი შეღავათიანი აგროსესხით დაფინანსდა. ,,ხალიკბანკის“ მიერგამოყოფილი საკრედიტო ხაზი მთლიანად მოხმარდა სოფელ “გამარჯვებაში” თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ფერმის მშენებლობას.

 

რა საექსპორტო ბაზრებზე გაქვთ გათვლა ? 

 

საექსსპორტო ბაზრებად განვიხილავთ პირველ რიგში სომხეთსა და აზერბაიჯანს, თუმცა, ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად მივიჩნევთ ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებასა და ქვეყნის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

რამდენად  მნიშვნელოვანია სოფლის მეოურნეობის ამ დარგის  აღორძინება?

 

მებოცვრეობა უკვე დიდი ხანია, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული ფერმერული მეურნეობაა.

“ჩემი რანჩო”-ს  მიერ ამ დარგის აღორძინების მთავარი სტიმული ქართველი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი ხორცპროდუქტის შეთავაზება, ქვეყანაში დამატებითი დოვლათის შექმნა და სასურსათო უსაფრთხოების ამაღლებაა, რაც, საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.


როგორ შეაფასებდით  ქვეტანაში არსებულ ბიზნესკლიმატს?

 

საქართველოში დღეისათვის ბიზნესისთვის საკმაოდ ხელსაყრელი გარემოა. განსაკუთრებით გამოვყოფდი სოფლის მეოურნეობას, რომლის განვითარებასაც დიდი ყურადღება ექცევა. საგადასახადო კოდექსში შტანილი ცვლილებები, სახელმწიფოს მიერ ინიცირებული სხვადასხვა  პროგრამები ამ სფეროში ინვესტიციას უფრო საინტერესოს და ნაკლებ რისკიანს ხდის.

 

რამდენად  მნიშვნელოვანია ,,ჯორჯიან  თაიმსის“ რეიტინგის ნომინანტობა?

 

,,ჯორჯიან თაიმსის“ რეიტინგის ნომინანტობა ძლიან მნიშვნელოვანია; ეს არის სტიმული იმისთვის, რომ გააკეთო კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო უკეთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge