Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:42 31.01.2017
”დუგლაძეების ღვინის კომპანიის” გეგმები და განვითარების სტრატეგია

”დუგლაძეების ღვინის კომპანია” ღვინოს, ღვინის ბრენდს, ცქრიალა ღვინოს და ჭაჭას აწარმოებს. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და  მისი წარმოება  საათში 15 000 ბოთლია. საწარმოში განთავსებულია თანამედროვე ლაბორატორია, ფართო სპექტრის   ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ჩასატარებლად. კომპანია გამოირჩევა ექსპორტის მაღალი მაჩვენებლით და  ტუვ  ზუდის -ის მიერ    აისო 22000-ითაა სეტიფიცირებული.  

 

 

როგორია თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების სტრატეგია?

 

ჩვენი კომპანია 10 წელზე მეტია, უკვე ეწევა ქართული ყურძნისეული ალკოჰოლის რეალიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში. 2 წლის წინ დავიწყეთ კომპანიის რებრენდინგი და  საკმაოდ დიდი ცვლილებები გავაკეთეთ, როგორც დიზაინის კუთხით, ასევე, სტრატეგიული თვალსაზრისით. გაიზარდა კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი და გახდა უფრო მეტად მრავალფეროვანი, ასევე ვამატებთ ახალ პროდუქტებს. თუ ცოტა ხნის წინ ვაწარმოებდით მხოლოდ ჩვეულებრივ და ცქრიალა ღვინოს, ახლა მომხმარებელს უკვე დამატებით ვთავაზობთ ღვინის ბრენდს და სულ მალე გამოჩნდება ჭაჭა. დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც ფართოდ გამოვჩნდით საქართველოს ბაზარზე და მინდა ვთქვა, რომ უკვე საკმაოდ პოპულარულია მომხმარებელში ჩვენი პროდუქტები. ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მომხმარებლის მოთხოვნებს, რაც გვეხმარება მომავლის დაგეგმვაში და სწორი ნაბიჯების გადადგმაში. იმის გათვლისწინებით, რომ კონკურენცია საკმაოდ დიდია ბაზარზე, ვცდილობთ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები.   

 

აპირებთ თუ არა საექსპორტო ბაზრების  გაფართოებას და რა სიახლეებს სთავაზობთ თქვენი პროდუქტის მომხმარებლებს?

 

ამჟამად ჩვენი პროდუქციის ყველაზე დიდი შემსყიდველი ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის რესპუბლიკა. მიუხედავათ ამისა, მონაწილეობას ვღებულობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებში, სადაც, გვაქვს შეხვედრები ძალიან ბევრ იმპორტიორთან. ვფიქრობ, სულ მალე დაემატება ქვეყნები ევროპიდან. ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპოორტზე და ასევე გვაქვს მოლაპარაკებები იაპოანიასა და აზიის სხვა ქვეყნებშიც. რაც შეეხება სიახლეებს, როგორც ზემოთ ავღნიშნე, შექმნილი გვაქვს ახალი პროდუქტები, რომლებიც, სულ მალე გამოჩნდება ბაზარზე. ეს სიახლეებია ცქრიალა ღვინო და მაღალი კლასის ჭაჭა.

 

როგორ შეაფასებდით ხელისუფლების პოლიტიკას ბიზნესისი განვითარების კუთხით?

 

ხელისუფლება ძალიან დიდ როლს ასერულებს ექსპორტის დროს. ძალიან დიდ როლს თამაშობენ ღვინის ეროვნული სააგენტო - სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რომლებიც, ეხმარებიან ქართულ კომპანიებს სხვადასხვა დიდ გამოფენებზე მოხვედრაში. ეს გამოფენები საშუალებას გვაძლევს როგორც ახალი იმპორტიორი დისტრიბუციის პოვნის, ისე გავიგოთ რა სიახლეებია სხვადასხვა ღვინის მწარმოებელ კომპანიებში.  

 

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის "ჯორჯიან თაიმსის"  ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა და რამდენად უწყობს ხელს ასეთი ღონიძიებები ბიზნესის განვითარებას?

 

უკვე მეორე წელია, ვღებულობთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს ამისათვის. „ჯორჯიან თაიმსის“  ბიზნეს დაჯილდოება ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალებაა კომპანიის პოპულარიზაციისთვის.  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge