Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:19 31.01.2017
,,ენსისი” უკვე მესამედ, ,,ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს-რეიტინგის ნომინატია

,,ენსისის“ პროფესიონალთა გუნდი ისეთი სირთულის პროექტებს ახორციელებს,  რომლებსაც სხვები ერიდებიან და ინოვაციური სამშენებლო ბრენდ–პროექტებით მნიშვნელოვნად ამაღლებს ცხოვრების ხარისხს.  

 

,,ენსისიმ“ ლისის ტბის რეკრიაციული ზონა თბილისელებისთვის გამორჩეულად კომფორტულ ოაზისად აქცია.  

 

თბილისს კი განახლებული ლენდმარკი, რეაბილიტირებული ბარათაშვილის ხიდი და ქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები შესთავაზა.  დედაქალაქის გადაუჭრელი პრობლემა ზაჰესის ხიდი ენსისის ძალისხმევით უახლოეს მომავალში ექსპლოატაციაში შევა.  

 

-,,ენსისი“ უკვე მესამედ არის  არის ჩვენი ბიზნეს-რეიტინგის ნომინატი. რამდენად მასტიმულირებელია თქვენი კომპანიისთვის „ჯორჯიან თაიმსისა“ და „გორბის “ ერთობლივ ბიზნეს- რეიტინგში მოხვედრა?

 

ყველანაირი ჯილდო თუ წარმატება ბიზნეს-რეიტინგში დიდი სტიმულია და გვმატებს მოტივაციას, რომ ჩვენი საქმე კიდევ უფრო უკეთესად ვაკეთოთ მომავალში. ,,ენსისი“ ძირითადად ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობითაა დაკავაბულია და ორმაგად სასიამოვნოა, რომ ჩვენს ნაშრომს ხალხი ხედავს და აფასებს. ეს ობიექტები ხომ პირველ რიგში იმისთვის კეთდება, რომ მოქალაქეების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს.

 

-რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?

 

ჩვენს პრიორიტეტად რა თქმა უნდა, რჩება ხარისხი და იგი განსაკთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის გათვალისწინებით, რომ ობიექტებმა რომლებსაც ჩვენ ვაშენებთ, ასწლეულებს უნდა გაუძლონ. ასევე, ჩვენს პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მუდმივად ახალი ტექნოლოგიების შემოტანა ქვეყანაში - სულ ვცდილობთ რომ ამა თუ იმ მშენებლობისას რაღაც ახალი დავნერგოთ, რაც გაზრდის მშენებლობის სანდოობას და ტემპს. 

 

-რა ვითარებაა დღეს   სამშენებლო ბაზარზე? რამდენად პრობიზნესურია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა? 

 

კომპანიებს შორის კონკურენცია ძალიან მაღალია, რაც ბაზარზე შემოსვლის ბარიერების არქონამ გამოიწვია. ამავე დროს, საინჟინრო კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია, რისი შევსებაც რეალურად არ ხდება. მაღალი კონკურენციის გამო, მოგების მარჟა სამშენებლო ბიზნესში ძალიან დაბალია და არ უწყობს ხელს, რომ კომპანიებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ ახალი კადრების აღზრდასა და განვითარებაში. საბოლოო ჯამში, ეს ხელს უშლის ქვეყანაში სამშენებლო ინდუსტრიის სწრაფ განვითარებას. 

 

იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიებისთვის ყველაზე დიდი დამკვეთია, სასურველია დაიხვეწოს შესყიდვების კანონმდებლობა. იგი მეტად ორიენტირებული უნდა გახდეს ხარისხზე და არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ფასით კონკურენციაზე. 

 


-როგორ აკონტროლებთ მშენებლობის ხარისხს?

 

ხარისხს, როგორც ჩემი  კომპანიის პრიორიტეტს, მოწმობს ისიც, რომ ჩვენ ვართ ISO 9001 ხარისხის სერტიფიკატის მფლობელები. შესაბამისად, კომპანია ში დანერგილია ის პროცედურები და პროცესები, რომლებიც,

 

სრულ თანხვედრაშია სტანდარტებთან. მეორე მხრივ, ჩემი განათლება და გამოცდილება მეხმარება, კიდევ უფრო დავხვეწოთ ეს პროცესები და კონტროლის მექანიზმები. ჩემი კომპანია დიდ აქცენტს აკეთებს ქვეყანაში თანამედროვე მასალების და შესაბამისი მიდგომების, გადაწყვეტების შემოტანასა და დანერგვაზე. სწორედ ასეთი მიდგომებით ვაკეთებთ გზებს, საცხოვრებელ თუ სხვადასხვა დანიშნულების შენობებს, ხიდებს, გვირაბებს, პარკებს, მიწისქვეშა კომუნიკაციებს... ეს არის მრავალპროფილიანი კომპანია, რომელსაც, დიდი სირთულის და კომპლექსური პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვს და ხარისხი მისი მთავარი ნიშანია!

 

 -როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

 

წელს ჩვენ დავასრულეთ სასეირნო და საველოსიპედო გზა ლისის გარშემო, რომელიც, ამ ზაფხულის სენსაციად და თბილისელების საყვარელ რეკრიაციულ ადგილად იქცა, მოვახდინეთ მრავალი გზის რეაბილიტაცია, როგორც ქალაქის ცენტრში, ისე -პერიფერიებში….დავასრულეთ ბარათაშვილის ხიდი, რომელიც, რეაბილიტაციის შემდეგ ნამდვილ ლედმარკად იქცა ძველი თბილისისთვის.  ასევე,  დავასრულეთ გულიას სახელობის ხიდი, ხიდი მეტეხის ხიდის ქვეშ, ხიდი ბაგებში, და რაც მთავარია -ზაჰესის ხიდი, რომლის რეაბილიტაცია ვერავინ გაბედა. მისი აშენების შემდეგ, წინა საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, სულ მცირე ხანია, რაც,,,ენსისის“ გადაეცა რეკონსტრუქციისთვის. წლის ბოლომდე ამ ადგილზე სრულიად ახალი ხიდი შევა ექსპლუატაციაში.

 

ვინტერესდებით კომპლექსური და რთული პროექტებით. მჯერა, რომ საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს მეტ განსხვავებულ და განსაკუთრებულ პროდუქტს შევთავაზებთ. ჩემს გეგმაშია ნოვატორული გადაწყვეტების დანერგვა ქართულ სამშენებლო ბაზარზე, ვაპირებ ტექნიკური გუნდის კიდევ უფრო გაფართოებას. ასევე, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ პროექტებში მონაწილეობას საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge