Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:30 31.01.2017
„აი სი ჯგუფი“– კომპანია, რომელიც მომხმარებელს პრაქტიკულად ყველა სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს და ყოველთვის ასრულებს დაპირებებს

2016 წლის 10 ნოემბერს, მედია ჰოლდინგ ,,Georgian Times’’-მა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,GORBI’’-, 2015-2016 წლების შემაჯამებელი ბიზნეს-რეიტინგის მე-17 ცერემონიალი გამართა, სადაც საქართველოში მოღვაწე საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოავლინა.

 

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას

 

საუკეთესო 25 კომპანიას შორის „აი სი ჯგუფი“ მოხვდა.

 

აი სი გუფი უკვე 11 წელია  საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ახალი საინვესტიციო პროექტები საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმთან, 100_ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელი – ეს არის უნივერსალური კომპანია, რომელიც  მომხმარებელს სთავაზობს პრაქტიკულად ყველა სადაზღვევო პროდუქტს და ყოველთვის ასრულებს დაპირებებს. კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშესამედიცინო სადაზღვევბაზარზე.


ნომინაციაში – პროფესიონალთა გუნდი,უნივერსალური სადაზღვეო პროდუქტები, მომსახურების მაღალი სტანდარტი, საერთაშორისო აღიარება– კომპანია „აისი ჯგუფი“ და თენგიზ მეზურნიშვილი დასახელდა.


„ჯორჯიან თაიმსი“ კომპანიის  გენერალურ დირექტორს   თენგიზ მეზურნიშვილს ესაუბრა:


1. როგორია კომპანიის  სამომავლო გეგმები?

კომპანია აქტიურადაა ჩართული დაზღვევის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში,  როგორც სავაჭრო და სამრეწველო პალატის (საფრანგეთი, საქართველო), ა.ი.პ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და რ.კ. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი.  ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონთან დაკავშირებით. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში სავალდებულოა აღნიშნული  ტიპის დაზღვევა, რომელიც ბევრ პრობლემას არეგულირებს. უახლოეს მომავალში ბევრი კარგი სიახლე იქნება სადაზღვევო სფეროში, რასაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს. გარკვეულ სიახლეებს ველოდებით საპენსიო სქემის მიმართულებით, ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.


2. დიდი ხანია უკვე სადაზღევო ბაზარზე ხართ. რა ახალ სადაზღვევო პროდუქტებს  სთავაზობთ მომხმარებლებს?


სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი“  2005 წლის 10 ნოემბერს დაარსდა. რამდენიმე დღის წინ 11 წლის იუბილე ვიზეიმეთ. დაარსების დღიდან კომპანია სადაზღვევო ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს და ყოველდღიურად ვითარდება. კონკურენტული გარემოს მიუხედავად, ჩვენ შევძელით ღირსეული ადგილის დაკავება, ქვეყანაში,  მოქმედ წამყვან სადაზღვევო კომპანიებს შორის. შვიდი წლის წინ, შევიძინეთ სადაზღვევო კომპანია „სახალხო დაზღვევა“ და ერთ-ერთი უმსხილესი მოთამაშე გავხდით სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე. იმ დროისთვის 400 ათასი ადამიანი გვყავდა დაზღვეული. იმავე წელს, კომპანია აქტიურად ჩაერთო საავადმყოფოების შენების პროექტში. „აი სი ჯგუფმა“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შვიდი  საავადმყოფო ააშენა და აღჭურვა შესაბამისი ტექნიკით.


მიმდინარე წლის დასაწყისში დავიწყეთ მოლაპარაკება ,,საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმთან’’, რაც, საბოლოო ჯამში, შეთანხმებით დასრულდა. მათ დიდი გამოცდილება გააჩნიათ როგორც დასავლეთ ევროპის ,ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სადაზღვევო ბაზარზე. მათი შემოსვლა მნიშვნელოვნად წაადგება სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება და ევროპული კომპანიები აქტიურად გამოჩნდებიან საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. 2017 წელს კი,  უკვე სხვა  სიახლეებს შევთავაზებთ იმ მომხმარებლებს, რომლებიც, ჩვენთან არიან დაზღვეული და არამარტო მათ.


3. აპირებთ თუ არა ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას?


8 ნოემბერს,  სასტუმრო  “ბილტმორში“ სადაზღვევო კომპანია  „აი სი ჯგუფსა და საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმს“  შორის, ხელი მოეწერა  ხელშეკრულებასრომელი სადაზღვევო კომპანიის განვითარებისთვის 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

ამ ინვესტიციით სადაზღვევო  კომპანია ,,აი სი ჯგუფი’’ გახდება ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ინვესტიცია მიმართული იქნება სადაზღვევო კომპანიის ზრდისა და განვითარებისთვის.  გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და ახლო მომავალში „აი სი ჯგუფი“  სადაზღვევო ბაზარზე განახლებული სახით გააგრძელებს ოპერირებას.


4. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს დაჯილდოვებაში მონაწილეობა?


„ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს დაჯილდოვებაში  მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის. ეს დაჯილდოვება უკვე წლებია იმართება და უკვე დიდი ნდობით სარგებლობს ბიზნეს სფეროში. ვფიქრობ, რომ ბიზნესმენებისა და კომპანიის წახალისება ბიზნესს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. ჩვენთვის მონიჭებული ნომინაცია – პროფესიონალთა გუნდი,უნივერსალური სადაზღვევო პროდუქტები, მომსახურების მაღალი სტანდარტი, საერთაშორისო აღიარება– ძალიან სწორად იყო გათვლილი. „აი სი ჯგუფი“ გამჭვირვალე კომპანიაა, რომელიც პროფესიონალი და გამოცდილი გუნდითაა დაკომპლექტებული.

 

ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge