Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:39 31.01.2017
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი - უმსხვილესი ინდუსტრიული ჰოლდინგი 20 წლიანი გამოცდილებით

საქართველოს ინდუსტრიული  ჯგუფი - უმსხვილესი ინდუსტრიული ჰოლდინგი  20 წლიანი გამოცდილებით,  3000 თანამშრომლით და კომბინირებული წლიური გაყიდვებიდან მიღებული 160 მლნ აშშ დოლარის შემოსავლით. დივერსიფიცირებული ბიზნესპორტფოლიო, მკაფიო აქცენტით ენერგოსექტორზე.  საქართველოს ელექტროენერგიის წარმოების საბაზრო წილის 20%. ქვეყნის უმსხვილესი ენერგომოვაჭრე  ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის კონტექსტში.

 

 1.  გვითხარით კომპანიის სამომავლო გეგმებისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ინდუსტიული ჯგუფი დინამიურად მზარდი ჰოლდინგური ტიპის ორგანიზაციაა, ამბიციური გეგმებითა და გეგმებთან შესაბამისი საკადრო, ტექნოლოგიური და ფინანსური რესურსებით. ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიაში შედის არსებული ბიზნესების მდგრადი განვითარების შენარჩუნება და ახალი ტიპის ბიზნესებში ინტეგრაცია. აქტიურად განიხილება გენერაციის მიმართულების გარდა სხვა ენერგეტიკული მიმართულებების ათვისება და ბიზნესის საერთო მოცულობის მკვეთრი ზრდა, მათ შორის არ გამოირიცხება არაორგანული ზრდის ალტერნატივები. საბოლოო ჯამში,კომპანიის სტრატეგიულ ინტერესებში შედის დასავლური კაპიტალის ბაზრებზე დამკვიდრება.

 

2. აპირებთ თუ არა საინვესტიციო პორტფელის გაზრდას? (ახალი პროექტები, აქტივები...)

 

 სტრატეგიული გეგმის ფარგლებში განიხილება საინვესტიციო პორტფელის აქტიური ზრდა. აქტიურ ფაზაშია 300 მეგავატიანი ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა. მომდევლო ხუთი წლის განმავლობაში დამატებით 50 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები შევა ექსპლუატაციაში და ამავე მოცულობით დადგმული სიმძლავრის ქარზე მომუშავე სადგურების მშენებლობა დასრულდება.

 

3 როგორ შეაფასებდით მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას , რამდენად პრობიზნესურია ის?

 

მთავრობის დამოკიდებულება ბიზნესგარემოს მიმართ დღეს ლოიალურია.  გარკვეული პროგრესი შეინიშნება საგადასახადო ადმინისტრირების ლიბერალიზაციის მიმართულებით. რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას ზოგადად, დიდ წილად სოციალურ გარემოზე ორიენტაცია შესაძლოა გარკვეული საფრთხეების შემცველი იყოს. გასათვალისწინებელია მძიმე რეგიონალური ეკონომიკური გარემო და ამ ფონზე ახალ ეკონომიკურ გუნდს საკმაოდ დიდ და რთულ გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ეკონომიკური გუნდისა და პოლიტიკის მიმართ მოლოდინები პოზიტიურია.

 

4. რამდენად მნიშვნელოვანი და მასტიმულირებელია   თქვენთვის ჩვენი ბიზნესრეიტინგის ნომინანტობა?

 

ნებისმიერი აღიარება სასიამოვნოა და ამგვარი ბიზნესრეიტინგის ნომინანტობა კიდევ უფრო სასიხარულოა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge