Powered by Jasper Roberts - Blog

22:17 17.03.2017
დაელოდეთ დიდი პალატის დასაბუთებულ, მოტივირებულ გადაწყვეტილებას - რას აცხადებს რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე

„რუსთავი 2“ -ის საქმესთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ზურაბ ძლიერიშვილმა, რომელიც ტელეკომპანიის საქმის განმხილველი დიდი პალატის შემადგენლობაში იყო. ის მოსამართლეებზე პოლიტიკურ ზეწოლას გამორიცხავს და მხარეებს მოუწოდებს, დაელოდონ უზენაესი სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.„დაელოდეთ დიდი პალატის დასაბუთებულ, მოტივირებულ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, თქვენ ნახავთ იმ მოტივაციას, რატომ მივიდა დიდი პალატა ამ გადაწყვეტილებამდე და ბუნებრივია, ამის შემდეგ იქნეს პასუხი გაცემული. მოსამართლემ შეიძლება პოლიტიკური თუ სხვა გავლენებით მიიღოს გადაწყვეტილება?-ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, მით უმეტეს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი პირადად ჩემი, ასევე, ჩემი კოლეგების ნეიტრალური დამოკიდებულება ყოველგვარი პოლიტიკური საკითხების მიმართ“, – განაცხადა ზურაბ ძლიერიშვილმა.კითხვაზე, იყო თუ არა საკმარისი ორი დღე საქმის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლე აცხადებს, რომ კოლეგიას არა ორი დღე, არამედ რამდენიმე თვე ჰქონდა.„კოლეგიას ჰქონდა არა ორი დღის, არამედ რამდენიმე თვის ვადა, ეს საქმის მასალებში დევს“, -განაცხადა მოსამართლემ.რაც შეეხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, მოსამართლე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხს ვერ შეაფასებს.​”სამოსამართლეო ეთიკა არ მაძლევს იმის შესაძლებლობას, წინასწარ აზრი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში ჩემი კომპეტენცია არ არის,” – აღნიშნა ზურაბ ძლიერიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge