Powered by Jasper Roberts - Blog

12:48 18.03.2017
„მთავრობა გალარების პროგრამას დადებითად აფასებს, რაც ბევრ კითხვას აჩენს"-პაატა შეშლიძე

გალარების პროგრამას მხოლოდ და მხოლოდ საბანკო სექტორის მხრადაჭერად აფასებს ეკონომისტი პაატა შეშელიძე გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში, რომლის განმარტებითაც, საბიუჯეტო სუბსიდირება გაუწიეს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გასტუმრებას, მაგრამ სინამდვილეში ბანკებს დაეხმარენ უიმედო ან საეჭვო სესხების დაბრუნებაში.


 

მთავრობა გალარების პროგრამას დადებითად აფასებს, რაც ბევრ კითხვას აჩენს. პროექტის წამოწყება ნიშანი იყო, რომ ეკონომიკაში სირთულეებია. ეს არ იყო მარტივად განსახორციელებელი, ამისთვის ბიუჯეტიდან დაიხარჯა ფული და დამატებით ეროვნული ბანკის სარეზერვო ფონდიდანაც. მთლიანობაში გამოვიდა, რომ შეიქმნა პროგრამა ბანკების დასახმარებლად. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ეს იყო ბანკების მხარდამჭერი პროექტი. თავიდანვე ბუნდოვანი და ფარული ამოცანა ჩაიდო. ითქვა ერთი და შესრულდა - სხვა. პროგრამა დასრულდა, მაგრამ კურსი ისევ მერყეობს და გალარების ამოქმედებას არანაირი შედეგი ამ მიმართულებით არ მოჰყოლია", - აცხადებს პაატა შეშელიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge