Powered by Jasper Roberts - Blog

14:30 20.03.2017
„ქართულმა ოცნებამ“ საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა შემოიღო, მაგრამ ამ სფეროში თავი იჩინა კორუფციამ"-პაატა შეშელიძე

ოლღა ალენოვა ესაუბრება „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელს პაატა შეშელიძეს: „მას ბრალს ვერ დასდებ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერაში, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას დაუნდობლად აკრიტიკებს. ეკონომისტის თქმით, საქართველოს წარმატებები ევროინტეგრაციულ გზაზე მთავრობის დამსახურება კი არ არის, არამედ თვითონ ევროკავშირის დამსახურებაა. „ამ მხრივ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. უბრალოდ, ევროპამ საქართველო ბუქსირზე ჩაიბა და მიათრევს. აქტიური ჩვენი მთავრობა კი არაა, არამედ თვითონ ევროპელები, - ამბობს პაატა შეშელიძე, - უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ საქართველო მათ გამოყენებას ვერ შეძლებს, რადგან ეკონომიკა არ ვითარდება“.


 

„კომერსანტ-ვლასტის“ ჟურნალისტი ერთმანეთს ადარებს „ნაციონალთა“ და მეოცნებეთა“ დროინდელ ეკონომიკის ზრდის ტემპებს: მიხეილ სააკაშვილის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 6-7%-ით მატულობდა, ბიძინა ივანიშვილის დროს კი მხოლოდ 3%-ით. ზოგიერთი ასეთ ვარდნას რეგიონში არსებულ კრიზისს უკავშირებს, მაგრამ პაატა შეშელიძის მტკიცებით, ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირების მთავარი მიზეზი მთავრობის არაკომპეტენტურობა და არაპროფესიონალიზმია: „ჩვენთან რეფორმები მცდარად ხორციელდება. „ქართულმა ოცნებამ“ საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა შემოიღო, უფასო მომსახურების ელემენტებით. მაგრამ ამ სფეროში თავი იჩინა კორუფციამ. სადაზღვევო კომპანიები მხოლოდ სახელმწიფოს უყურებენ... ამ რეფორმებმა ბიუჯეტი შეჭამა და ეკონომიკა გააუფასურა. ბოლო წლებში ჯანდაცვის ბიუჯეტმა სამ მილიარდ ლარს მიაღწია, რაც ყველაზე მეტია სხვა დარგებთან შეადრებით“. 


ოლღა ალენოვა ესაუბრება აგრეთვე ევროინტეგრაციის საქმეთა სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს და საგარეო საქმეთა ექს-მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს. პირველი ხაზს უსვამს საქართველოს წარმატებებს („ევროპული ოჯახის წევრი ვხდებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, იზრდება საინვესტიციო მიზიდულობა, პერსპექტივაშია „აბრეშუმის დიდი გზის“ პროექტში ჩართვა...), მეორეს თქმით კი, საქართველოს, ფაქტიურად, საგარეო პოლიტიკა არ აქვს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge