Powered by Jasper Roberts - Blog

ატირებული შოთო სიხარულიძე ქართველ ემიგრანტებს დაემშვიდობა 11 წელი მის გვერდით რომ იყვნენ მადლობა გადაუხადა... შოთო სიხარულიძეს, ანუ „იუთუბის მამას“, როგორც მას წლების წინ შეარქვეს, ყველა იცნობს. ის განსაკუთრებული სიყვარულით ემიგრანტებში სარგებლობს, რადგან დღედაღამ ცდილობს, მათი რთული და მონატრებით სავსე ცხოვრება გაახალისოს; ის ტკივილი შეუმსუბუქოს, რომელსაც ისინი წლებია, სამშობლოსგან და ოჯახებისგან განშორების გამო განიცდიან. "მას ყველა ინტერნეტმომხმარებელი იცნობს, რადგან, მის მიერ „იუთუბიზე“ ატვირთული ვიდეოები, სერიალები, შოუები, კონცერტები, სიმღერები, ვიდეორგოლები ყველაზე რეიტინგულია. „@ტვირთა შოთო სიხარულიძემ“ – ასეთი წარწერით არაერთი ვიდეო შეგხვდებათ, რომლებიც „იუთუბიდან“ ძალიან ხშირად სოციალურ ქსელებში ინაცვლებს. ბევრ ახალ ნიუსსაც ინტერნეტსივრცეში პირველი სწორედ ის განათავსებს – ოპერატიულობა მისი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. ამიტომ მას ინტერნეტსივრცეში ძალიან კარგად იცნობენ, თუმცა, ბევრმა არ იცის, შოთო სიხარულიძე რეალური პიროვნებაა თუ გამოგონილი. სინამდვილეში კი შოთო ბათუმელია – ძალიან ხალისიანი და ენერგიული ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ქართველი ემიგრანტებისთვის, მათი სიყვარულისთვის აკეთებს და მათ საქართველოში არყოფნით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქებაში ეხმარება. ამიტომაც შეარქვეს მას ემიგრანტებმა „მისტერ პოზიტივი ოქროს გულით“.

ინფორმაციას „თბილისელები“ ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი :