Powered by Jasper Roberts - Blog

01:38 21.03.2017
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

 

 მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! შეგახსენებთ, დაუნის სინდრომი 21- ქრომოსომის ტრისომიით გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა, საშუალოდ, ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ეყოლოს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. 2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. 2012 წელს ეს დღე განათლების უფლებას, 2013 წელს შრომის უფლებას, ხოლო წელს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების საჭიროებებს, უფლებებსა და მათზე წვდომას ეძღვნება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge