Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:30 28.03.2017
კარაქიანი ყავა - სასწაულმოქმედი სასმელი მტანჯველი დიეტის ნაცვლად

თუკი ზედმეტ კილოგრამებს მტანჯველი დიეტებითა და შიმშილით ებრძვით, დღეიდან ამაში კარაქიანი ყავა დაგეხმარებათ. ბოლო დროს ამ სასმელმა ინგლისსა და ამერიკაში გადატრიალება მოახდინა დიეტოლოგიაში. კარაქიანი სასმელი საოცარი ცხიმისმწველი საშუალება აღმოჩნდა. "ცხიმიანი" ყავის იდეა ჯანმრთელი კვების დარგში ამერიკელ ექსპერტს, დეივ ასპრეას ეკუთვნის. როგორც სპეციალისტი ამტკიცებს, ყავისა და კარაქის შეხამება იდეალურად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს. ნოუ-ჰაუ მეცნიერს მას შემდეგ დაებადა, რაც ტიბეტში მოგზაურობისას ნახა ჩაის ადგილობრივად მომზადების უნიკალური მეთოდი, ანუ როგორ უმატებდნენ ჩაიში იაკის რძისგან მომზადებულ კარაქს.


ახალი სასმელის მოყვარულები ირწმუნებიან, რომ ამ ორი პროდუქტის შერწყმა ზრდის ენერგიას, ხელს უწყობს წონის დაკლებას და ახდენს გონების სტიმულირებას. ამერიკისა და ბრიტანეთის ყავახანების მსხვილმა ქსელებმა კარაქიანი ყავა მენიუში უკვე შეიტანეს, ხოლო ყავისმწარმოებლებმა გამოუშვეს პროდუქცია წარწერით „კარაქიანი ყავა“.

 

კარაქიანი ყავის მომზადების წესი ძალიან მარტივია: ორ კოვზ შავ ყავას ამატებთ ცხელ წყალს , შემდეგ ერთ კოვზ ქოქოსის ზეთსა და კუბიკებად დაჭრილი კარაქის ერთ ნატეხს ათავსებთ ბლენდერში, ამატებთ უკვე გამზადებულ ყავას და თქვიფავთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge