Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:20 11.04.2017
რა მოხდება, თუ ყველას მისცემ უფლებას მოგექცნენ ისე, როგორც უნდათ?! მარინა აბრამოვიჩის პროვოკაციული ექსპერიმენტი

მარინა აბრამოვიჩი, უკვე 40 წელზე მეტია, პროვოკაციული ექსპერიმენტებით არის დაკავებული. ამჯერად, მის ერთ-ერთ პერფორმანსზე გიამბობთ, რომელიც დიდი განხილვის საგანი გახდა. იდეა ძალიან მარტივი იყო – მარინა 6 საათის განმავლობაში უნდა მდგარიყო ერთსა და იმავე ადგილას, ხოლო მნახველებს მაგიდაზე დაწყობილი 72 ნივთის გამოყენებით, რომელთა შორის იყო როგორც “უწყინარი”, ისე საშიში იარაღები, მასზე ნებისმიერი ცდა შეეძლოთ ჩაეტარებინათ. გაინტერესებთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ყველას მისცემთ უფლებას მოგექცნენ ისე, როგორც უნდათ?! მომხდარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

 

( იხილეთ ვიდეო ლინკზე )

 

პირველი ორი საათის მანძილზე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაყურებლები მარტივი ქმედებებით შემოიფარგლნენ, თუმცა, შემდეგ დაიწყო ყველაზე მძიმე ნაწილი. ჯერ ერთ-ერთმა მონაწილემ სამართებლით დაუჭრა ტანსაცმელი, შემდეგ გააშიშვლეს და სამართებელი კანზეც დაუსვეს, ეს არ იკმარეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და საკუთარ თავზე დაამიზნებინეს. როდესაც 6 საათი მიილია და მარინამ შეძლო თავისუფლად მოძრაობა, ვერავინ გაუსწორა თვალი, არავის მოუნდა მომხდარზე პასუხისმგებლობის აღება, თითქოს, ყველას სურდა, დაევიწყებინა ჩადენილი სამარცხვინო საქციელი.

 

როგორც მარინა შემდეგ ყვებოდა: “ამ პერფორმანსმა დაგვანახა, რომ ადამიანებს, ხელსაყრელ სიტუაციაში, შეუძლიათ დაუფიქრებლად მოგაყენონ ტკივილი, თურმე, რა მარტივია გაანადგურო ის, ვისაც არ შეუძლია თავის დაცვა. ამ ექსპერიმენტმა გვაჩვენა, რომ ე.წ. “ნორმალური” ადამიანების უმეტესობა ძალადობაზე მარტივად არის წამსვლელი, თუკი ამის საშუალებას მისცემ.”

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge