Powered by Jasper Roberts - Blog

17:32 19.04.2017
რონალდომ მადრიდის რეალის გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა

მადრიდის რეალის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ ბაიერნთან 4:2 მოგაბული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა.

 

"ბაიერნმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ბრწყინვალე გუნდია, მაგრამ მადრიდი მადრიდია.
ეჭვგარეშეა, ჩვენ უკეთესები ვიყავით. ბაიერნს 6 გოლი გავუტანეთ, ეს კი მარტივი არ არის. დამსახურებულად მოვიგეთ და წინ გავედით. გულშემატკივრებს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ არ მისტვინონ. ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია და მაქსიმალურად ვიხარჯები," - განაცხადა რონალდომ.

 

კრიშტიანო რონალდომ მეოთხედფინალის ორრაუნდიან დაპირისპირებაში ბაიერნს 5 გოლი გაუტანა. პორტუგალიელი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლი აქვს გატანილი.

ავტორ(ებ)ი : rustavi2.com