Powered by Jasper Roberts - Blog

13:23 20.04.2017
თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი

20 აპრილს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.  ფესტივალი 27 აპრილამდე გაგრძელდება და მასში ქართული და უცხოეთიდან მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული აკადემიური და ბავშვთა გუნდები. ასევე, პროფესიული გუნდები უცხოეთიდან: ახალგაზრდული კამერული გუნდი „რაფსოდია“ მოლდოვადან და ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის რუსული გუნდი.

 

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2011 წელს თბილისის მერიის ხელშეწყობით და ხელოვნებათმცოდნექალბატონ მაია ჩაჩავას ინიციატივით დაარსდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ქორმაისტერიარჩილ უშვერიძე. თბილისის მერიის დაფინანსებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით ფესტივალი ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. მისი პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნოკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. 



თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალისსაზეიმო დახურვა გაიმართება 2017 წლის 27 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით შესრულდება ცნობილი ქართველი კომპოზიტორისოთარ თაქთაქიშვილის ორატორიანიკოლოზ ბარათაშვილისოლისტების, შერეული გუნდის, ვაჟთა ოქტეტისა და ორკესტრისათვის.

 

ფესტივალში მონაწილე გუნდები: 

1.
ახალგაზრდული კამერული გუნდირაფსოდია“ /მოლდოვა/ – ხელმძღვანელი ნატალია ბარაბანშიკოვა;
2.
ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის რუსული გუნდიხელმძღვანელი ოლგა ტუნგალი;
3.
გორის ქალთა კამერული გუნდიხელმძღვნელი თეონა ცირამუა;
4.
თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო საპატრიარქო გუნდიდირიჟორები სვიმონ ჯანგულაშვილი, ზვიად ბოლქვაძე;
5.
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამთავარი დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე;
6.
ბათუმის ქალთა კამერული გუნდი, სამხატვრო ხელმძღვანელი ზაირა ვადაჭკორია, დირიჟორი გელა ვადაჭკორია;
7.
ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელაქორმაისტერი ლელა დოლიძე;
8.
რუსთავის კამერული გუნდისამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა გულაღაშვილი;
9.
თელავის ქალთა გუნდიკახეთის ჰანგები“ – ქორმაისტერი პავლე დემურიშვილი;
10.
თბილისის გოგონათა გუნდიხელმძღვანელი ომარ ბურდული;
11.
სახელმწიფო საგუნდო კაპელახელმძღვანელი არჩილ უშვერიძე;
12.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდიხელმძღვანელები - ლია ჭონიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი;
13.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდიხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე;
14.
გორის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდიხელმძღვანელი ნინო წიკლაური;
15.
ახალგაზრდული შერეული გუნდითუთარჩელა“ – ხელმძღვანელი თამარ ბუაძე;
16.
თბილისის გუნდიბაროკო“ – ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი;
17.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდიდირიჟორი ირინე ლომინაძე;
18.
ანსამბლირენესანსი“ – ხელმძღვანელი მზია მანჯავიძე;
19.
ვაჟთა გუნდიმძლევარი“ – ხელმძღვანელი კახა ონაშვილი;


ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge