Powered by Jasper Roberts - Blog

13:44 20.04.2017
საქართველოს სომხობა თავხედურად ითხოვს, რომ თბილისი ანკარის მტერი გახდეს

«Day» (აზერბაიჯანი), 19 აპრილი, 2017 წელი

http://news.day.az/politics/887657.html


ამ დღეებში საქართველოს სომხობა მორიგი ცრუ და ცინიკური განცხადებით გამოვიდა - სომხურმა საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ორგანიზაციებმა („საქართველოს სომხური თემი“, „საქართველოს სომხების კავშირი“, კულტურული ცენტრი „აიარტუნი“, თბილისის სომხური თეატრი და ა.შ.) ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მიმართეს და სთხოვეს, რომ დაიწყოს განხილვა საკითხისა საქართველოს მიერ ე.წ. „1915-1923 წლების სომეხთა გენოციდის“ აღიარების შესახებ. ეს ე.წ. მიმართვა სავსეა ისტორიული ფალსიფიცირებით და უსაფუძვლო ანტითურქული ბრალდებებით, რომელთა თანახმად, ოსმალეთის იმპერიამ სომხებს თითქოსდა  „გენოციდი მოუწყო“.


მიმართვის კვინტესენციას წარმოადგენს შემდეგი ფრაზა - „ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, საქართველოში მოქმედი სომხეთის საზოგადოებრივი და სახელმწიფო ორგანიზაციები, სამართლიანობისა და დემოკრატიული ფასეულობების სახელით მოგიწოდებთ შეუერთდეთ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ინიციატივას, პატივი სცეთ საქართველოს  მოქალა-ქეთა ნებას და საქართველოს პარლამენტში დაიწყოთ ოსმალური თურქეთის ტერიტორიაზე სომეხი ხალხის გენოციდის საკითხის განხილვა“.


მიმართვა გაუგებრობებითა და სიცრუითაა სავსე.


რატომ წერენ ასე ხაზგასმულად ქართულ მიწას შეფარებული სომხები (ე.წ. „უძველესი ხალხის“ წარმომადგენლები!) სიტყვას „ცივილიზებული“? განა ვინც მათ არ ეთანხმება, ისინი არაცივილიზებულები არიან? რომელ საქართველოს მოქალაქეთა ნებაზე ლაპარაკობენ სომხები, როცა ისინი ქვეყნის მოსახლეობის 6%-ს შეადგენენ? და თუ საქართველოს სომხობა თავიანთ ბრალდებებში ზოგადსაკაცობრიო იდეალებს იმოწმებენ, მაშინ რატომ არ აღიარებენ ისინი, იმავე სამართლიანობისა და დემოკრატიული ფასეულობების სახელით (!!!) სომეხი ნაციონალისტების მიერ 1918-1920 წლებში აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდს, რომლის მსხვერპლი ასობით ათასი ადამიანი გახდა მხოლოდ თავიანთი ეთნიკური კუთვნილების გამო? რატომ არ ახსენდებათ საქართველოს სომხებს, რომ აზერბაიჯანელთა გენოციდის იდეოლოგები, ორგანიზატორები და უშუალო შემსრულებლები ბაქოს საბჭოს ლიდერი სტეფანე შაუმიანი და მისი უახლოესი გარემოცვა იყო, სომეხი ბანდიტების თათევოს ამირიანის, სტეფანე ლალაიანის, ამაზასპ სვარგციანის და სხვათა სახით?


ბაქოს საბჭოს დაშნაკურ-ბოლშევიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი პოლიტიკა გააგრძელა სომხეთის (არარატის) რესპუბლიკამაც, რომელიც აზერბაიჯანელების მამა-პაპათა მიწაზე - ირევანისა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა. სომეხთა შეიარაღებული ქვედანაყოფები გენერალ ანდრანიკის, დროსა და ნჟდეს მეთაურობით, ყარაბაღში, ზანგეზურსა და ნახჭევანში დაპარპაშებდნენ და აზერბაიჯანელებს მასობრივად ხოცავდნენ. ეს ყველაფერი ისტორიის ნამდვილი ფაქტებია. რატომ არიან ჩუმად სომხები? რატომ არაფერს ამბობენ ისინი აღმოსავლეთ ანატოლიაში I მსოფლიო ომის დროს თურქი მოსახლეობის გაჟლეტვის შესახებ? რატომ არ აღიარებენ სომხები მთიანი ყარაბაღის ოკუპაციას და ხოჯალში ჩადენილ გენოციდს, რომელშიც სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა და მისი ხელები უდანაშაულო აზერბაიჯანელთა სისხლშია გასვრილი?


სომეხთა ცინიზმს და თვალთმაქცობას საზღვარი არ აქვს: ისინი თხოვნით მიმართავენ საქართველოს, რომ გენოციდი აღიარეთო - იმ ქვეყანას, რომლის მცხოვრებლები მასობრივად იღუპებოდნენ სომეხი ბანდიტების ხელით თანამედროვე ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში. საკმარისია გავიხსენოთ სომეხ მკვლელთა ჩადენილი დანაშაული ქართველი მუსულმანების - ლაზების, აჭარლების, იმერხეველებისა და სხვათა მიმართ I მსოფლიო ომის დროს, რუსეთის კავკასიის ფრონტის ჯარების მიერ განხორციელებული ოპერაციების  მსვლელობისას, როცა „დიდი სომხეთის“ მქადაგებლები ქართველებს ანადგურებდნენ „შავ ზღვაზე გასასვლელის გაწმენდის“ მიზნით!


და რატომ არ აღიარებენ სომხები, „სამართლიანობისა და დემოკრატიული ფასეულობების სახელით“, აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ მოწყობილ გენოციდს, რომელიც გენერალ ბაგრამიანის სახელობის სომხურმა ბატალიონმა განახორციელა ახლო წარსულში, 1990-იანი წლების დასაწყისში? სწორედ ამ ბატალიონის სინდისზეა ასობით ადამიანის მოსპობა, ასი ათასობით ქართველი მოსახლეობის გამოძევება გაგრის, სოხუმის, გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებიდან. სომხებს შეიძლება გავახსენოთ მათ მიერ ჩადენილი მხეცობები კოდორის ხეობაში მცხოვრები სვანი მოსახლეობისადმი... აღარაფერს ვამბობთ საქართველოში და სომხეთში მოქმედი რიგი სომხური პოლიტიკური ძალებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც აქეზებენ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ და ყოველმხრივ ხელს უწყობენ რეგიონის გამოსვლას თბილისის ფაქტიური და იურიდიული კონტროლიდან. იგივეს აკეთებს საქართველოში მოქმედი სომხეთის სამოციქულო ეკლესიაც, რომელიც ხელს უწყობს ანტიქართული განწყობების ჩამოყალიბებას, ღიად აცხადებს პრეტენზიებს ასობით ქართულ ტაძარზე, რომლებიც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზეა აგებული! და ეს ყველაფერი მიმდინარეობს ლოზუნგით „ბრძოლა ჯავახეთისთვის და სომხური მემკვიდრეობისათვის“.


ყოველივე ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, რა მორალური უფლება აქვთ სომხურ ორგანიზაციებს, რომ გენოციდთან დაკავშირებით თბილისისაგან „სამართლიანობის აღდგენას“ ითხოვენ? და ამას ითხოვენ მაშინ, როცა თვითონ სომხები არიან დამნაშავენი ქართველების, აზერბაიჯანელების, თურქების მიმართ ჩადენილ უსამართლობაში!


საქართველოში მოქმედი სომხური ორგანიზაციები უკვე მე-12-ედ მიმართავენ ქვეყნის ხელისუფლებას ყბადაღებული „სომეხთა გენოციდის“ აღიარების თხოვნით. სხვა წინა მსგავსი მიმართვები საქართველოს ხელისუფლებამ უჯუაგდო და უეჭველია, ახლაც უკუაგდებს. საქართველოს ინტერესების მიხედვით, სამართლიანობისა და დემოკრატიული ფასეულობების სახელით!

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge