Powered by Jasper Roberts - Blog

16:17 20.04.2017
პირველად საქართველოში, ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება

პირველად საქართველოში, ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი BLUES&WINE - BlUES VILLAGE ტარდება.

 

კომპანია „BlUES VILLAGE„ დაKOKA & T. BLUES MOB ერთობლივი პროექტია, რომელის ფარგლებშიც ლაგოდეხის/ ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 კონცერტი (ივნისი- სექტემბერი) ჩატარდება. ფესტივალი „BLUES&WINE„ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება. KOKA & T. BLUES MOB 1998 წელს მუსიკოს - კოკა ცქიტიშვილის მიერ ჩამოყალიბდა. ბენდის რეპერტუარი მოიცავს, ბლუზის, როკის, ჯაზის & სოულის ელემენტებს, საკუთარ იმპროვიზაციულ ვერსიებს.

 

ბენდი დიდი წარმატებით მოღვაწეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: დანია, გერმანია, შვედეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ტაილანდი, რუსეთი, ნორვეგია, ესპანეთი. მონაწილეობა აქვს მიღებული როკის და ბლუზის, ჯაზის დიდ ფეტივალებში. პროექტის მიზანს წარმოადგენს, ბლუზის (მუსიკალური ჟანრის) პოპულარიზაცია, რომელიც იქნება ერთგვარი დღესასწაული ქართველი მელომანებისთვის. დამწყები მუსიკოსებისთვის გაიმართება მასტერკლასები, მოეწყობა „After party`ღონისძიების ფორმატი მოიცავს: ღია ცის ქვეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სამი თვის განმავლობაში (დასვენების დღეები) მელომანებისთვის ხარისხიანი ბლუზის კომპოზიციების შეთავაზებას სხვადასხვა ქვეყნის ბლუზმენების/მუსიკოსების შესრულებით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge