Powered by Jasper Roberts - Blog

16:49 20.04.2017
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბაქოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბაქოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ქუთაისის მერია, „Sairme hotels and resorts," „Sheraton Batumi" და „Divan Hotel." ბაქოს საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ მოინახულეს და გამოფენის ქართველ მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 3 დღიანი გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ჩირი და გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. ბაქოს საერთაშორისო გამოფენაზე „AITF 2017" მსოფლიოს 22 სახელმწიფოდან 272 კომპანია იყო წარმოდგენილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge