საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ნომერზე + 33 7 83 31 86 89. საგარეო უწყების ინფორმაციით, ამჟამად ვითარება განმუხტულია და სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს. შეგახსენებთ, რომ პარიზში, ელიზეს მინდვრებზე ორმხრივი სროლები იყო. როიტერის ინფორმაციით, ერთი პოლიციელი მოკლულია, ერთი დაჭრილი, ერთი თავდამსხმელი ადგილზეა ლიკვიდირებული.