Powered by Jasper Roberts - Blog

11:46 21.04.2017
თბილისის ინტერპოლმა ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის ინტერპოლისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბაქოს ინტერპოლის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან  წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე,  1961 წელს დაბადებული გ.ი. თბილისში დააკავეს.


გ.ი.-ს ბრალი ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც   დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდებას გულისხმობს.


ამ დროისთვის დაკავებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge