Powered by Jasper Roberts - Blog

12:21 21.04.2017
"პრეზიდენტი და პარლამენტი, პრაქტიკულად, სულთნის ინსტიტუტს ექვემდებარება!"- კახა კუკავა

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა საქართველოსა და თურქეთში განვითარებულ პროცესებს შორის პარალელს ავლებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ერთმანეთის მსგავსია და ორივე ქვეყანაში სულთანიზაცია მიმდინარეობს.


მთელი საზოგადოების პოზიცია იდენტური, რომ ეს ცვლილებები არ ემსახურება სახელმწიფოს, ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია, უბრალოდ, ერთი ადამიანის კაპრიზის დაკმაყოფილებისაკენ. ანალოგიურ პროცესებს ჩვენ ვუყურებთ მეზობელ თურქეთში, სადაც მსგავსი პროცესები გამო თურქული სახელმწიფო ორად გაიხლიჩა და ერდოღანის ეს ნაბიჯები თურქეთს წინ დახვდება.


თურქეთსა და საქართველოში მსგავსი პროცესები მიმდინარეობს. ეს არის ერთი ადამიანის კაპრიზებზე მთელი ქვეყნის კონსტიტუციის ტექსტის მორგება.


ძირითადი პრინციპი როგორც თურქეთში, ისე საქართველოში, არის ის, რომ მთელი ძალაუფლების კონცენტრაცია უნდა მოხდეს ერთი ადამიანის ხელში. ევროპელი ექსპერტები ერდოღანის კონსტიტუციაზე ამბობენ, რომ სულთნის ინსტიტუტის აღდგენა ხდება, ვინაიდან იქაც ყველა სხვა ინსტიტუტი ბუტაფორიულ ხასიათს ატარებს. საქართველოშიც ხდება ერთი ადამიანის ხელში მთელი ძალაუფლების კონცენტრაცია. მასაც თავისუფლად შეგვიძლია, სულთანი ვუწოდოთ,"-აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი.

 

 

მისი თქმით, ჩვენთან ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი უქმდება.

 

 

გვეყოლება სულთანი! ვიცით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩამოერთმევა არა მხოლოდ უფლებამოსილებები, არამედ გაუქმდება პრეზიდენტის ინსტიტუტის პირდაპირი არჩევის წესი. უქმდება მრავალპარტიული არჩევის სისტემა და პარტია, რომელიც გავა პირველ ადგილზე, მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას. ეს არის ის ორი ძირითადი პრობლემა, რომელიც არის კონსტიტუციაში, ანუ პრეზიდენტი და პარლამენტი, პრაქტიკულად, სულთნის ინსტიტუტს ექვემდებარება!"-აღნიშნა  გაზეთ "ახალ თაობასთან" საუბარში კახა კუკავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge