Powered by Jasper Roberts - Blog

12:53 21.04.2017
მოჰამად ზარიფმა საქართველოს ირანელი ტურისტებისადმი პატივისცემისაკენ მოუწოდა

 

სტატია ეხება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავედ ზარიფის განცხადებას, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის დროს გააკეთა თბილისის აეროპორტში მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის შესახებ. გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავედ ზარიფმა სამშაბათს, თბილისში ვიზიტით ყოფნისას, განაცხადა, რომ საქართველომ პატივი უნდა სცეს ირანელ ტურისტებს. მან ეს შენიშვნა გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის აეროპორტში, უსაფრთხოების მიზნით, ირანელი ტურისტი ქალი იძულებული გახადეს ჰიჯაბი მოეხსნა.

 


ირანელი ტურისტებისადმი და მათ შორის მუსულმანი ტურისტი ქალების მიმართ პატივისცემა და მათ მიმართ ღირსეული დამოკიდებულება აბსოლუტური აუცილებლობას წარმოადგენს საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის, - განაცხადა მოჰამად ჯავედ ზარიფმა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა გაკვირვება გამოხატა და თქვა, რომ ინციდენტის თაობაზე მან არაფერი იცის. პრემიერმა აღნიშნა, რომ დაუყონებლივ დაიწყებენ აეროპორტში მომხდარი ფაქტის გამოძიებას. „ვერანაირად ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ საქართველოში მუსულმან ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენეს’, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


შეხვედრის დროს ირანელმა მინისტრმა და ქართველმა პრემიერ-მინისტრმა განიხილეს აგრეთვე ორმხრივი კავშირების მდგომარეობა სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის საბანკო საქმეში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკასა და მშენებლობაში.

 


 

საქართველომ და ირანმა უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას ხელი 2011 წლის იანვარში მოაწერეს. დოკუმენტი ძალაში შევიდა 2011 წლის იანვარში და ითვალისწინებს ორივე ქვეყნის მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილებას და ყოფნას 45 დღის განმავლობაში საქართველოსა და ირანის ტერიტორიაზე.

ავტორ(ებ)ი :