Powered by Jasper Roberts - Blog

13:36 21.04.2017
"ვინ არის გერმანიის პრეზიდენტი, 99%-ს ეს არ ეცოდინება, მაგრამ თუ კითხავთ, ვინ არის პრემიერი - ყველა იტყვის, ანგელა მერკელი" - ავთანდილ დემეტრაშვილი

გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა მასალა, სადაც საუბარია კონსტიტუციის ახალ პროექტზე. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის ახალ პროექტს აპროტესტებს და ამაში მთავრობის ინსტიტუტის გაძლიერებას უფრო ხედავს, ვიდრე ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას. თავად კონსტიტუციონალისტები კი პრეზიდენტს არ ეთანხმებიან და აქცენტს საპარალმენტო რესპუბლიკის მოდელზე აკეთებენ, რომელიც თავისთავად გულისხმობს მთავრობისა და პარლამენტის როლის გაძლიერებას.

 

კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკის დამახასიათებელი ნიშანია მთავრობის როლის გაძლიერება და ამასთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნის არა ერთი მაგალითი მოიყვანა.

 

თუკი საუბარია, საპარლამენტო რესპუბლიკაზე, აქ ერთ-ერთი ნიშანი არის მთვარობა, რომელიც იქმნება პარლამნეტის საფუძველზე და ანგარიშვალდებულია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. აქედან გამომდინარე, მთავარი მოთამაშე პოლიტიკის განხორციელებაში არის მთვარობა. მაგალითად ნებისმიერ ადამიანს თუ კითხვათ, ვინ არის გერმანიის პრეზიდენტი, 99%- ეს არ ეცოდინება, მაგრამ თუ კითხავთ, ვინ არის პრემიერი - ყველა იტყვის, ანგელა მერკელი. ანუ, რეალური მოთამაშე პოლიტიკის განმსაზღვრელი არის მთავრობა და მისი ხელმძღვანელი პირი. ეს აისახება კონსტიტუციის პირველ ნაწილში, რომელიც მისი უფლებაა გაკონტროლოს პრეზიდენტი.

მაგრამ საქმე ისაა, რომ საპარალმენტო რესპუბლიკის უმრავლეს სახელმწიფოებში პრეზიდენტის თითქმის ყველა აქტი უნდა იყოს შეთანხმებული, თანახელმოწერილი პრემიერის მიერ. აი ამაზე ამახვილებს ყურადღებას პრეზიდენტი, რომელმაც თქვა, რომ რეალურად მთელი ძალაუფლება გადავიდა პრემიერ-მინისტრზე.

მკითხველს მინდა დავუსვა კითხვა - რა ნაკლოვანებები გააჩნდა კონსტიტუციურ სისტემას 2012 წლიდან 2017 წლამდე?! მართველმა გუნდმა რატომ გადაწყვიტა, რომ შეცვალოს ეს სისტემა, რომელიც საპარლამენტოსკენ იყო გადახრილი. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც მმართველ გუნდს მიაჩნია გამოსასწორებლად, ეს არის საპრეზიდენტო ორგანო. მან ვეტოები გამოიყენა ბევრჯერ და ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომელიც მართველი პარტიის ინტერესებში არ შედიოდა", - განაცხადა დემეტრაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge