Powered by Jasper Roberts - Blog

13:55 21.04.2017
„ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებები საკუთარ თავზე მოსარგებად სჭირდება“

"საპარლამენტო მმართველობამ პირველ რიგში უნდა გამოიწვიოს ოპოზიციის გაძლიერება. პარლამენტში ერთი და ორი პარტიის კი არა, მრავალი პარტიის წარმოჩენას უნდა შეუწყოს ხელი. თუ ეს არ ხდება, მაშინ გნებავთ საპარალმენტო დაარქვით, გნებავთ სხვა რამე", -ამბობს  საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც კონსტიტუციის ახალ პროექტზე და ოპოზიციის ბოიკოტზე ისაუბრა.


"ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი, არ ვიცი. ეს პარტიები ყველა უკლებივ თავიდანვე ასახელებდა მიზეზს, თუ რატომ არიან საკონსტიტუციო კომისიაში და რატომ ღებულობენ მასში მონაწილეობას. ეს იყო საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი. არცერთი საკითხი გადაწყვეტილი არ იქნა ისე, როგორც ამას ითხოვდნენ. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას ვიღაც გაახსენდა, არ არის სწორი და არც მართებული. ეს ყველამ იცოდა, რომ ეს ასე იქნებოდა და საქმე აქამდე მივიდოდა. უბრალოდ ზოგმა ჩათვალა, რომ პირველს უნდა გაეჯახუნებინა კარი და გააკეთა. ვიღაცამ კი ჩათვალა ბოლომდე ჩავყვებით და არ ექნება ხელისუფლებას სათქმელი დატოვეს, ამიტომ ვერ გავითვალიწინეთ მათი აზრიო".

 

ძაბირიძის თქმით, ამ ქვეყანაში კონსტიტუციას მუდამ ქმნიდა ერთი პარტია. ყველა კონსტიტუცია, მათ შორის 1995 წლის, ერთი პარტიის უმრავლესობის მიერ იყო მიღებული და შექმნილი. დღესაც ვერ ავცდით იგივეს - მმართველი ძალა ეცადა ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა.

 

ანალიტიკოსს არ მიაჩნია, რომ პრემიერი-მინისტრის ინსტიტუტის გაძლიერება ხდება. უბრალოდ მართველი პოლიტიკურ გუნდს ეძლევა დიდი ფორა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ლეგიტიმურად, ანუ კონსტიტუციის გზით.

 

ძაბირიძისთვის საპარალმენტო რესპუბლიკა მისაღებია დათვლის, რომ ასეთი მართველობა უნდა იყოს ქვეყანაში.მისივე აზრით, საქართველოში კონცეპტუალურად არასდროს არ ხდება კონსტიტუციის შეცვლა. ყველამ იცის, რომ ხელისუფლებას ეს ცვლიებები სჭირდება, იმიტომ, რომ საკუთარ თავზე მოირგოს. იმდენი ითქვა, რომ შერეული სისტემა არის უვარგისი, მისი დატოვება უკვე თავისთავად იქნებოდა წამგებიანი. ამიტომ, გადავედით ვითომ პროპორციულზე, რომელიც დიდად არ განსხავდება შერეულისგან, შედეგის თვალსაზრით. საპარალმენტო მმართველობამ პირველ რიგში უნდა გამოიწვიოს ოპოზიციის გაძლიერება. პარლამენტში ერთ და ორი პარტიის კი არა, მრვალი პარტიის წარმოჩენას უნდა შეუწყოს ხელი.


ანალიტიკოსის აზრით, საპარლამენტო მმართველობის ხიბლი სწორედ ისაა, რომ ოპოზიციამ პარლმენტიდან აკონტროლოს ხელისუფლება. ხელისუფლება ამბობს, რომ საარჩევნო სისტემა სჭირდება იმიტომ, რომ იყოს სტაბილური ხელისუფლება.


"მე კიდევ ვთვლი, რომ ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის გვყავდა სტაბილური ხელისუფლება, რომლის შეცვლასაც ვერ ვახერხებდით, რომ არა რევოლუცია. სტაბილური ხელისუფლება არ ნიშნავს პოლიტიკურ სტაბილურობას. ჩვენ რა გვინდა - სტაბილური ხელისუფლება თუ ქვეყანა?! ეს ორი სხვადასხვა რამეა, ხელისუფლებას კი ამის ერთად წარმოჩენა უნდა.

 

22 აპრილის კონსტიტუციის ამ პროექტს კენჭიყრა იქნება. ჯერ არ ვიცი როგორ აპირებენ კენჭისყრას. ეჭვი მაქვს მუხლობრივად უყრიან კენჭს. მუხლობრივ კენჭისყრაში რა თქმა უნდა მონაწილეობას არ მივიღებ. არ შეიძლება კონსტიტუციის მუხლები ცალ-ცალკე იქნას განხილული. თანაც იქ არის მუხლები, სადაც არსებითად არაფერი შეცვლილა. ხოლო მთლიანობაში თუ იქნება, დიდი ალბათობით არ დავუჭერ მხარს"- აღნიშნა ვახტანგ ძაბირიძემ.

 


 


 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge