Powered by Jasper Roberts - Blog

14:36 21.04.2017
"ამას ელის ხალხი პარლამენტისგან და არა უქმე დღეების დანიშვნას წარსული საგმირონი დღეების აღსანიშნავად"-სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

კიდევ კარგი დიდგორობაზე ჩემი - უარყოფითი - დამოკიდებულება ადრევე და საჯაროდ გამოვთქვი, სანამ თურქები "წუხილს" გამოთქვამდნენ და ეს თემა გახდებოდა საზოგადოებისთვის სიმტკიცის თუ პატრიოტიზმის საზომი.
საპარლამენტო განხილვისას, გამოვთქვი აზრი, რომ ჩვენი გამარჯვება და სახელმწიფოს გაძლიერება ხელოვნურად გაცოცხლებულ თარიღებზე ნაკლებადაა დაკავშირებული და პირდაპირ კავშირში ჩვენ ეროვნულ თვითშეგნებასთან და ყოველდღიურ ძალისხმევაზე დამოკიდებული. ამას ელის ხალხი პარლამენტისგან და არა უქმე დღეების დანიშვნას წარსული საგმირონი დღეების აღსანიშნავად... რაც ისედაც ყოველ წელს აღინიშნება პარლამენტის დადგენილების გარეშე... მოკლედ მივხედოთ საქმეს და ქვეყანას და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში ვინმემ ოდესმე ისურვოს ჩვენი რომელიმე გამარჯვების აღნიშვნა ! 
თურქეთმა კი უნდა გაიგოს რომ ასეთ უადგილო ჩარევებით მხოლოდ და მხოლოდ ძველ რუსულ სტრატეგიას - ანტი თურქული განწყობის გაღვივებას - ემსახურება და დღევანდელ ჩვენ ურთიეთობებს არ ეკადრება !

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge