Powered by Jasper Roberts - Blog

15:36 21.04.2017
ქუთაისში მომხდარი თვითმკვლელობის ახალი დეტალები - რას ყვება ოჯახის ახლობელი?

შემთხვევა გუშინ ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიაზე მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

 

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გოგონას მამას 3 წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია:
"თოფს წმენდდა და ოთახში რომ შევიდნენ ოჯახის წევრები, გაუვარდაო ამბობენ , მაგრამ გარდაცვლილის ცოლი ამტკიცებს კი არ გაუვარდა ძალით გაისროლა და თავი მოიკლაო“.

 

შვილის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია თავად დედისთვისაც.


"თვითმკვლელობის მიზეზი არავინ იცის, თავად დედამაც კი. ის ქუთაისის 22-ე სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

 

მეზობლების განცხადებით, შემთხვევის დროს სახლში გოგონას ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

 

გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში ჰყავთ ამჟამად გადაყვანილი და მას ექსპერტიზა უტარდება.

 

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : digest.pia.ge