Powered by Jasper Roberts - Blog

16:55 21.04.2017
როდის ექნებათ პროფესიული პროგრამებისათვის დარეგისტრირებულ აპლიკანტებს პრეტესტის გავლის საშუალება?

პროფესიული პროგრამებისათვის დარეგისტრირებულ აპლიკანტებს პრეტესტის გავლის საშუალება 22 აპრილს ექნებათ. 


 პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაეცნონ ტესტირების პროცესს. აპლიკანტს დეტალურ ინფორმაცია პრეტესტისა და ტესტირების ჩატარების შესახებ საგამოცდო ბარათზე აქვს მოცემული. 

 


პროფესიული პროგრამებისათვის ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მასშტაბით 09:00 საათიდან დაიწყება. 2017 წლის საგაზაფხულო სესიისათვის 8 500-ზე მეტმა მსურველმა გაიარა რეგისტრაცია. მიღება პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ 28 სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს გამოცხადებული.



შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის სპეციალური მოდელი მოამზადა. ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge