Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:30 22.04.2017
,,აქ იგივე გრძნობა მეუფლება, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში გამყოფ ხაზთან ყოფნისას" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ხურვალეთში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი სოფელ ხურვალეთში იმყოფება. კლიმკინი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა. 



„აქ მე იგივე გრძნობა მეუფლება, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში გამყოფ ხაზთან ყოფნისას. იგივე გრძნობა მაქვს როცა მივდივარ უკრაინაში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში. სამწუხაროდ, უკრაინაში ყოველდღე და ყოველღამე კვლავ ისმის სროლის ხმა. ჩვენი გმირები დაიღუპნენ, ზოგი დაიჭრა. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იბრძვის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს არ არის პოლიტიკა, ეს ადამიანებს ეხება, მათ გრძნობებს, იმას, თუ როგორ ესმით მათ დემოკრატიული და ევროპული საქართველო. ჩვენც იგივე ღირებულებები და მიზნები გვაქვს. ეს არის ევროინტეგრაცია. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და საფრთხეები, ამიტომაც ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“, - განაცხადა კლიმკინმა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge