Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

22:40 28.04.2017
5 მიზეზი თუ რატომ არ საუბრობენ სოციალურ ქსელში მათ ურთიერთობაზე ბედნიერი წყვილები

იმ უცნაურ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ზოგიერთისთვის ინტერნეტში დაწერილი სტატუსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც რეალობაში ხდება. ხშირად ადამიანებს მათი Facebook პროფილის მიხედვით განვსჯით, რაც არასწორია. როგორც აღმოჩნდა, ბედნიერ ურთიერთობაში მყოფი წყვილები ნაკლებად აქტიურობენ სოციალურ ქსელში. ამისი მიზეზი კი შემდეგია:

1. როდესაც ადამიანები ბედნიერები არიან, ისინი უბრალოდ ტკბებიან მათი ცხოვრებით. ისინი უბრალოდ აზრს ვერ ხედავენ თუ რატომ უნდა დაკარგონ დრო ურთიერთობის აფიშირებისთვის სოციალ ქსელში, მხოლოდ იმიტომ რომ სხვებს აჩვენონ რამდენად ბედნიერები არიან. 


2. ყველა წყვილი, ვინც საკუთარი ურთიერთობის პრობლემებზე საჯაროდ საუბრობს, ამით ვერაფერს იგებს. სოციალურ ქსელში პრობლემების გასაჯაროვება ყველაზე ნაკლებ ეფექტური საშუალებაა. ეს ყველაფერს უფრო ართულებს.



3. რეალური ბედნიერება მარტივად მოდის თუკი იმ ადამიანთან ხარ, ვინც გიყვარს. კარგად ყოფნა საყვარელ ადამიანთან დროის გატარებით უფრო შეიძლება, ვიდრე Facebook სტატუსებით.



4. არავის არ უწევს ვინმესთვის რაიმეს დამტკიცება. ბედნიერ ურთიერთობაში მყოფი ადამიანი არ ფიქრობს იმაზე თუ როგორ დაამტკიცოს საკუთარი ბედნიერება ფოტოებითა და სტატუსებით. მათ ნაკლებად აინტერესებთ in relationship ეწერებათ თუ არა Facebook-ზე. 



5. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლევებმაც კი აჩვენეს, რომ ადამიანები, რომლებიც არ იყენებენ სოციალურ ქსელებს გაცილებით უფრო ბედნიერები არიან. ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი რეალური ცხოვრება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge