Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:04 01.05.2017
მაკარონი პეტუჩინი ნაღების სოუსითა და ბეკონით!

მოამზადეთ უუგემრიელესი და ძალიან ნოყიერი სადილი! მარტივია! 

 

დაგჭირდებათ:

• 225 გრ. მაკარონი პეტუჩინი
• 4 ც. დაჭრილი ბეკონი
• 110 გრ. ნაღების ყველი
• 1 ჭიქა გაყინული მუხუდო 
• 3/4 ჭიქა რძე 
• 1/3 ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი
• ½ ჩ. კ ნივრის ფხვნილი (ან წვრილად დაჭრილი ნიორი)

 

✔ მოამზადეთ პასტა ისე, როგორც ყუთზეა მითითებული. დაუმატეთ მარილი. სანამ პასტა გამზადდება, დაბრაწეთ ბეკონი ფართე ტაფაში, მომზადებული ბეკონი გადმოიტანეთ ქაღალდზე რომ ცხიმისგან გათავისუფლდეს. დატოვეთ ბეკონის ცხიმი ტაფაზე.

 

✔ ბეკონის ცხიმში მოთუშეთ დარჩენილი ინგრედიენტები 3-5 წუთის განმავლობაში. მიღებულ მასაში ნაღები კარგად უნდა იყოს გამდნარი და უნდა იყოს ერთგვაროვანი.

 

✔ დაწურეთ პასტა, მოათავსეთ დიდ ჯამში, დაუმატეთ ბეკონი და ნაღების სოუსი, ფრთხილად აურიეთ.

 

გემრიელად მიირთვით!

 

წყარო: კულინარიუმი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge