Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:17 01.05.2017
გამომცხვარი კარტოფილის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 10 ცალი
  • ნიორი - 4 კბილი
  • კამა - 1 კონა
  • კარაქი - 50 გ
  • ზეთი - 40 მლ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით

 

 

მომზადება:

კარტოფილი გარეცხეთ კარგად და გააკეთეთ ბასრი დანით ჯვრის ფორმის ჩანაჭრები და მოხარშეთ ნახევრად.
შემდეგ გააგრილეთ.
ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათვსეთ კარტოფილები. წაუსვით თითოეულს ზეთი.
აცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.
მანამდე გაფცქვენით ნიორი და დაჭყლიტეთ, შეურიეთ დარბილებულ კარაქს, დაუმატეთ წმინდად დაჭრილი კამა.
გამოიღეთ ღუმელიდან კარტოფილი და ჩანაჭრელ ადგილებში მოათვსეთ ნივრიანი და კამიანი კარაქი.
გემრიელად მიირთვით!
ავტორ(ებ)ი : gemrielia.ge