Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

გამომცხვარი პომიდვრები ყველის შიგთავსით – კერძი, რომელიც ნებისმიერი თქვენგანის გულს დაიპყრობს. გაითვალისწინეთ, რომ ორეგანო განსაკუთრებით უხდება ამ უგემრიელეს საჭმელს.

 

ინგრედიენტები:

  • 3 ცალი პომიდორი
  • 150 გრამი ლორი
  • 300 გრამი ცომი პიცისთვის
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 150 გრამი მოცარელა
  • 1 ს/კ ორეგანო
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

 

მომზადების წესი:

პომიდორს ზედა ნაწილი მაოაჭერით. კოვზის საშუალებით შიგთავსი ამოიღეთ. ცომი გააფართოვეეთ და ჭიქის საშუალებით 3 ცალი წრე გამოჭეღით. პომიდვრებს შემოახვიეთ.

მოცარელა დაჭყლიტეთ, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი გემოვნებით. პომიდორში დაჭრილი ლორი მოათავსეთ, შემდეგ კი მოცარელას მასა დაამატეთ. ორეგანო მოაყარეთ.


20 წუთით ღუმელში მოათავსეთ და 180 გრადუსზე აცხვეთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge